რუსი ჟურნალისტი გოლუნოვი: ნარკოტიკების გასაღების ბრალდება არ დასტურდება, პროტესტი მატულობს
შესაძლოა, რუსი გამომძიებელი ჟურნალისტი ივან გოლუნოვი ციხეს გადაურჩეს რუსი ჟურნალისტებისა და აქტივისტების, ასევე ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის მასობრივი პროტესტის წყალობით.
ევროპის საბჭომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქმის პირად კონტროლზე აყვანა მოსთხოვა.
• რუს ჟურნალისტს, ივან გოლუნოვს პატიმრობა ემუქრება
6 ივნისს, გოლუნოვი პოლიციამ მოსკოვში, ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დააკავა. მას სასტიკად სცემეს და ტვინის შერყევის ნიშნებით მოგვიანებით საავადმყოფოში მოათავსეს გამოკვლევებისთვის.
და ახლა უკვე ცნობილია სამედიცინო ექსპერტიზის პასუხები: გოლუნოვის ორგანიზმში, ასევე ხელებზე, ნარკოტიკების კვალი არ აღმოჩნდა.
ივან გოლუნოვი ჯერჯერობით შინაპატიმრობაში იმყოფება.
• რუსული გაზეთი „კომერსანტი“ ცამეტმა ჟურნალისტმა დატოვა
• რისი უფლება აქვთ და რისი არა ჟურნალისტებს აზერბაიჯანში
ჟურნალისტის მხარდასაჭერად გამართულ აქციებს ქუჩაში ათასობით ადამიანი შეუერთდა.
10 ივნისს, სამი წამყვანი რუსული საქმიანი გამოცემა – ვედომოსტი, კომერსანტი და РБК – ერთნაირი სათაურით გამოვიდა: ჩვენ ივან გოლუნოვები ვართ.
უკვე შუადღისთვის, გამოცემების მთელი ტირაჟი გაყიდული იყო.
ივან გოლუნოვის ცნობილი გამოძიებები:
• დამკრძალავი ბიზნესის შესახებ
• მოსკოვის კორუმპირებული ვიცე-მერის, პიოტრ ბირუკოვის შესახებ