10 დაზარალებული ჰოსპიტალიზებულია, დანარჩენებს დახმარება გაუწიეს და შინ გაუშვეს, – იუწყებაQafqazinfo.
გასულ წელს მთელი ივნისის განმავლობაში 14 მზის დარტყმა დაითვალეს. თუმცა, ჰიდრომედცენტრი მაშინაც განგაშს სცემდა და ანომალურ სიცხეზე ლაპარაკობდა.
24 ივნისს აზერბაიჯანში ტემპერატურამ 37 გრადუსს მიაღწია. ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მუჰტარ ბაბაევის თქმით, ეს ივნისისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
„უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში აზერბაიჯანში საშუალო ტემპერატურა 1,4 გრადუსით გაიზარდა, და ვფიქრობ, რომ ეს დრამატული მატებაა. ეს ეკონომიკის გარკვეულ სფეროებზე დიდ გავლენას ახდენს“, – ციტირებს მინისტრის სიტყვებს Report.
ბაქოელებისოციალურ ქსელებშიც ერთმანეთის მიყოლებით ჩივიან სიცხესა და იმაზე, რომ ბაქოში ძალიან ცოტა ხე და ჩრდილიანი პარკია.
ეკოლოგები ამბობენ, რომ სიცხე კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.