აზერბაიჯანში დასასვენებელი ზონის მუშაკებმა საგადასახადოს თანამშრომლებს სცემეს
გაზიარება
გაზიარება
ფოტო: Ulduztourism.az
დასასვენებელი ცენტრის „Relax“-ის რამდენიმე თანამშრომელი, რომელიც აზერბაიჯანელი დეპუტატის იგბალ მამედოვს ძმას ეკუთვნის, გადასახადების სამინისტროს წარმომადგენლებზე თავდასხმის გამო დაპატიმრებულია – დაკავებულთა შორისაა დეპუტატის ვაჟი.
დასასვენებელი ცენტრი „Relax“ აზერბაიჯანის სამხრეთ- არმოსაველეთით, ლერიკის რაიონში მდებარეობს.
16 აგვისტოს იქ გადასახადების სამინისტროს წარმომადგენლები შემოწმების ჩასატარებლად მივიდნენ. სამინისტრო ეჭვობდა, რომ „Relax“ განგებ შემცირებულად წარადგენდა თავის შემოსავლებს, და გადასახადების გადახდას გაურბოდა. მაგალითად, 2019 წელს მათ ბიუჯეტში სულ 972 მანათი ($600-ზე ნაკლები) ჩარიცხეს. დასასვენებელი ცენტრის ზომისა და ფასის მიხედვით, ეს აშკარად ცოტაა.
მაგრამ სამინისტროს წარმომადგენლები დასასვენებელ ცენტრში არ შეუშვეს. მეტიც, ცენტრის თანამშრომლებმა მათ სცემეს.
საქმეს პროკურატურამ მოჰკიდა ხელი. დასასვენებელი ცენტრის ადმინისტრაციიდან ექვსი ადამიანი, სამსახურებრივი უფლებამისლების გადამეტებისა და ხელისუფლების წარმომაგენლებზე თავდასხმისთვის დააპატიმრეს.
დეპუტატი დუმს, საზოგადოება ქილიკობს
მაშინვე ცნობილი გახდა, რომ საუბარი დეპუტატ იგბალ მამედოვის ნათესავებს ეხებოდათ. ამიტომაც, ამ სიახლეს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება ჰქონდა.
თავად დეპუტატმა დაადასტურა, რომ ამ ცენტრს მისი ძმა ჩინგიზ მამედოვი ხელმძღვანელობს, თუმცა ვაჟის შესახებ არაფერი უთქვამს.
„ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, ცენტრის თანამშრომლების ქმედებას ვგმობ, – გამოძიებისთვის დასახმარებლად, რომელსაც გადასახადების სამინისტრო ატარებს, სარევიზიო კომისიას ყველა აუცილებელ საბუთს წარუდგენენ თქვაიგბალ მამედოვმა.
სოციალურ ქსელებში კი ადამიანები ღიად ქილიკობდნენ:
„სირცხვილი და თავის მოჭრა. ჩვენი ფსევდო-ელიტა სულ გათავხედდა“;
„ისიც ეყოფათ, რომ დასასვენებელი ცენტრი მოპარული ფულით აქვთ აშენებული, კიდევ გადასახადების გადახდაც არ უნდათ. ახლა იკითხონ, შემოწმებები რომ დაიწყება“;
„მთელი ეს დაჭერები – უბრალო შოუა, ძალიანაც ნუ გიხარიათ“;
ასევე ზოგიერთი მომხმარებელი „Relax“-ში დასვენების საკუთარ გამოცდილებას აზიარებდა, და ცუდ სერვისსა და სიძვირეს უჩიოდა.