ბაქოს გასართობ ცენტრში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაზარალდა
გაზიარება
გაზიარება
ფოტო: Mhmdvpixel
ბაქოში გასართობ ცენტრ Megafun-ში მომხდარი აფეთქების შედეგად ათი ადამიანი დაზარალდა. ოფიციალური ვერსიით, აფეთქდა ჰელიუმით გაბერილი საჰაერო ბუშტები. მაგრამ, ქიმიის კანონების მიხედვით, ეს შეუძლებელია.
აფეთქება 22 ივნისს გასართობ ცენტრში გამართული ოჯახური ზეიმის დროს მოხდა, – წერსReport. სამი ადამიანი საავადმყოფოში დამწვრობით გადაიყვანეს, შვიდს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, მათ შორის რამდენიმე ბავშვი იყო.
ერთ-ერთმა სტუმარმა აფეთქების მომენტი ვიდეოზე გადაიღო. ამ კადრებში ჩანს, თუ როგორ ჟონგლირებს ანიმატორი ფეიერვერკით, ჭერში კი საჰაერო ბუშტები კიდია. რაღაც მომენტში ფეიერვერკი ამ ბუშტებს მოხვდა და აფეთქება მოხდა.
პოლიცია ამტკიცებს, რომ ბუშტებში არსებულ ჰელიუმს ანიმატორის გაუფრთხილებლობით ფეიერვერკი გაედო, და ამან აფეთქება გამოიწვია. მაგრამ სოციალურ ქსელებში ამ ვერსიამ აღშფოთება გამოიწვია. საქმე ისაა, რომ ჰელიუმის აფეთქება ცალსახად შეუძლებელია, მით უმეტეს – მისი აალება. ამ ნივთიერების ქიმიური მახასიათებლები ამას სრულად გამორიცხავს.
ამიტომ, Facebook-ის ბევრ მომხმარებელს მიაჩნია, რომ ბურთები რაღაც სხვა გაზით იყო გაბერილი.
კომენტარები:
„ნებისმიერმა, ვისაც სკოლაში ქიმია ცოტათი მაინც აქვს ნასწავლი, იცის, რომ ჰელიუმი არ ფეთქდება! რა ხდება, ადამიანები მართლა იდიოტები ჰგონიათ?“;
„ჰელიუმი ძალიან ძვირია. ალბათ რამე სხვა, იაფფასიანით დაბერეს“;
„ახლა ყველაფერს ანიმატორის ფეიერვერკს აბრალებენ, არადა ბუშტების პატრონების ბრალია“.