ავტობიზნესის ყველაზე პოპულარული სქემა: ევროპა-საქართველო-ჩრდილო ოსეთი- სამხრეთი ოსეთი-რუსეთი
საქართველოს სამხედრო გზაზე ზემო ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მანქანები რიგში დგანან
JAMnews ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთის ბევრ მაცხოვრებელს ესაუბრა და ადგილობრივი ავტობიზნესის „რუკა“ შეადგინა: რომელ მანქანებს ამჯობინებენ, როგორ და საიდან ჩამოჰყავთ ისინი, რა სიძნლეებია მათ გაფორმებასთან დაკავშირებით, და როგორ უმკლავდებიან მათ მანქანების შემომყვანები და ადგილობრივი მძღოლები.
•ჩრდილოეთი ოსეთი-საქართველო: უხილავი კავშირები
•რამ დააფრთხო რუსი ტურისტები აფხაზური კურორტების მიმართ?
•“24 წელია მიწის ქვეშ ვმუშაობ” – მეტროს გაფიცული თანამშრომლები თავიანთ ისტორიებს ჰყვებიან
JAMnews-სთან მოსაუბრეებს შორის იყო სამხრეთი ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ГАИ-ს ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა დათანხმდა, რომ შემოსავლიანი საავტომობილო ბიზნესის თანმხლებ წვრილმანებსა და ნიუანსებზე მოეთხრო.
როგორც გაირკვა, ყველაზე პოპულარული სქემა ასე გამოიყურება:
- მანქანის ევროპაში ყიდვა;
- საქართველოში ჩაყვანა;
- ჩრდილოეთ ოსეთში გადაყვანა;
- სამხრეთ ოსეთში განბაჟება;
- რუსეთში გამოყენება.
ნაბიჯი პირველი – საჭირო მანქანის მონახვა
სამხრეთი და ჩრდილოეთი ოსეთის ავტომოყვარულები, ძირითადად, აშშ-ისა და იაპონურ უცხოურ მანქანებს ამჯობინებენ. ავტომობილებს იძენენ შუამავლების საშუალებით, რომლებიც საჭირო მანქანას სპეციალიზებულ ვებგვერდებზე პოულობენ.
შემდეგ კლიენტთან იდება ნოტარიალური შეთანხმება მანქანის გადაცემასთან დაკავშირებით, შემკვეთი იხდის თანხას შენაძენისთვის, და გარკვეულ პროცენტს – ადგილამდე მისი მიყვანისთვის – და ავტომობილის შეკვეთა გაფორმებულია.
• ახალი საპენსიო სისტემა საქართველოში. კარგია თუ ცუდი? მომხრეების და მოწინააღმდეგეების არგუმენტები
• როგორ ებრძვიან კორუფციას პოსტ-რევოლუციურ სომხეთში
სამხრეთ ოსეთში ყოველდღიურად 5-დან 8 იმპორტული ავტომობილი შემოჰყავთ, ყველაზე ხშირად – 10-15 წლის ნახმარი მანქანები. ეს მანქანები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოჰყავთ – ევროპიდან, ჩრდილოეთი ამერიკიდან და იაპონიიდან. უკანასკნელ ხანს განსაკუთრბული მოთხოვნით სარგებლობს იაპონური მანქანები.
„ამგვარი პოპულარობის მიზეზია – ხარისხისა და ფასის ხელსაყრელი თანხვედრა. იაპონიაში სიმბოლურ 50-100 ათას რუბლად (დაახლოებით$800-1700) არამხოლოდ იაპონური მანქანის, არამედ კარგ მდგომარეობაში მყოფი, შედარებით ნაკლები გარბენის მქონე გერმანული ავტომობილის მონახვაც შეიძლება“, – თქვა JAMnews -ისერთ-ერთმა თანამოსაუბრემ.
ნაბიჯი მეორე – მანქანის მიწოდება
პრაქტიკულად ყველა შეკვეთა (ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გამონაკლისები ვერ ვნახეთ) საქართველოს შავი ზღვისპირა პორტში, ფოთში ჩადის. შემდეგ ტრანზიტი ჯერ საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსზე“ ფორმდება – და მანქანა ვლადიკავკაზში ჩადის. შემდეგ ის მაშინვე სამხრეთ ოსეთში გადაჰყავთ და რუსეთისა და სამხრეთი ოსეთის საზღვარზე, „ქვემო ზარმაგზე“ ტრანზიტი საბოლოოდ გაფორმებულად მიიჩნევა.
მანქანის გადამყვანის მომსახურება კლიენტს დაახლოებით 1,000 დოლარი უჯდება.
ნაბიჯი მესამე – „განბაჟება“ ცხინვალში
სწორედ ასე ხდება – იმ მანქანების უმეტესობა,რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთში საქართველოდან შემოჰყავთ, შემდეგ სამხრეთ ოსეთში იმისთვის გადაჰყავთ, რომ სწორედ „იქ დაარეგისტრირონ“. მიზეზი ისაა, რომ იქ ეს ძალიან იაფი ღირს.
რუსეთსა და საბაჟო კავშირის სხვა ქვეყნებში ახალი და ძვირად ღირებული უცხოური მანქანების შემოსაყვანად მფლობელებს საბაჟო გადსახადი რამდენიმე მილიონი უჯდებათ, სამხრეთ ოსეთში კი ამგვარი საბაჟო გაფორმება 100 ათას რუბლს (დაახლოებით $1,700) არ აჭარბებს.
ამის შედეგ მანქანის მფლობელი უკვე მშვიდად სარგებლობს თავის მანქანით საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რუსეთის ფედერაციის ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში, მათ შორის – მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში.
„მაგალითად, ჩრდილოეთი ოსეთის მსუბუქი ავტოტრანსპორტის 15 პროცენტს – სამხრეთ ოსეთში დარეგისტრირებული ავტომობილები შეადგენს“, – უთხრა JAMnews-ს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ.
ა ლანი (სახელი შეცვლილია) ვლადიკავკაზში ცხოვრობს, ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც სამხრეთ ოსეთში იაფი განბაჟებით ისარგებლა:
„ჩემი „მერსედეს -221“-ის განბაჟება რუსეთში ერთი მილიონი რუბლი დაჯდებოდა (დაახლოებით $17,000). რაც უფრო ძვირია ავტომობილი, მით მეტია „განბაჟების“ფასი. მაგალითად, თუკი რუსეთში, ავტოსალონში 6 მილიონად ღირებულ (დაახლოებით $102 ,000) უცხოურ მანქანას იყიდი, მაშინ კიდევ 3 მილიონ რუბლის( დაახლოებით $51,000) გადახდა განბაჟებაში მოგიწევს.
გაცილებით ადვილია სამხრეთოსური პასპორტის გაკეთება და განბაჟებისთვის გადახდა, დროებითი ნებართვის გაფორმება – და ერთი წლის შემდეგ უბრალოდ მისი გადაფორმება.
ეს კიდევ იმით არის ხელსაყრელი, რომ თუ ავტომობილი სამხრეთ ოსეთშია რეგისტრირებული – ის რუსეთში სატრანსპორტო გადასახადისგან თავისუფლდება, რადგან რუსეთის ტერიტორიაზე უცხოურად მიიჩნევა.
და კიდევ – თუკი საგზაო მოძრაობის წესებს არღვევ, ГАИ-ს თანამშრომლებს შენთვის მართვის უფლების ჩამორთმევა არ შეუძლიათ. ისევ იმავე მიზეზით: სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკა – უცხოური სახელმწიფოა, და რუს „გაიშნიკებს“ ამის უფლება არ აქვთ. ჯარიმას გამოგიწერენ, თუმცა უფლება გაქვს, რომ ის სამხრეთი ოსეთის ტერიტორიაზე გადაიხადო. იქ კი, როგორც წესი, ჯარიმას არავინ იხდის, და შესაბამისად – არც შენ იხდი“.
ალანი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ავტობაზარს კარგად თუ შეისწავლი, შენ თვითონვე შეგიძლია უცხოური მანქანის ჩამოყვანა.
„მთავარია – სამხრეთ ოსეთში ჩაწერილი საიმედო თანაშემწე გყავდეს. შენ მანქანას მის სახელზე აფორმებ, ცხინვალში წინასწარ ამზადებ ყველა საბუთს – ტექპასპორტს, სახელმწიფო ნომრებს. შედეგ საქართველოში მიემგზავრები, მანქანას ჩაიბარებ, ვლადიკავკაზში გადაგყავს, ზემო ლარსის რუსულ მონაკვეთზე გამზადებულ საბუთებს წარადგენ – და შენი მანქანით პირდაპირ რუსეთში, შინისკენ მიემგზავრები“, – ჰყვება ის სქემას.
ალანის თქმით, ГАИ-ში საპასპორტო მაგიდისა და საბაჟოზე საბუთების ხარჯი სამხრეთ ოსეთში 300 დოლარზე მეტი არ დაჯდება.
JAMnews-ის თანამოსაუბრემ, სამხრეთი ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ГАИ-ს ყოფილი თანამშრომელი მოჰყვა, რომ მისთვის არაერთხელ მიუმართავთ ნაცნობ ბიჭებს განბაჟებისას „ძმურად“ დახმარების თხოვნით.
ამიტომ, სამხრეთ-ოსური ნომრებით სუპერძვირმა ავტომობილებმა შეცდომაში არავინ უნდა შეიყვანოს – ხშირად ამ მანქანების საჭეს უეცრად გამდიდრებული სამხრეთელის ოსი მოქალაქეები კი არა, ჩრდილოეთი ოსეთის, ჩრდილოეთი კავკასიის სხვა რესპუბლიკების, ან რუსეთის სხვა რეგიონების წარმომადგენლები უსხედან.
ამავე თანამოსაუბრემ თქვა, რომ სამხრეთ ოსეთის აღრიცხვაზე მართლაც ექსკლუზიური მანქანებიც არის. მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპაში ერთადერთი „ლამბორგინის“ მარკის სუპერკარი, 2000 ცხენის ძალიანი გაუმჯობესებული ძრავით სწორედ სამხრეთ ოსეთშია დარეგისტრირებული.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო