უნივერსიტეტი "კავკაზი" ლიკვიდაციის პროცედურას იწყებს" />

გაუქმებულია აზერბაიჯანის საუკეთესო კერძო უნივერსიტეტი

უნივერსიტეტი "კავკაზი" ლიკვიდაციის პროცედურას იწყებს

უნივერსიტეტი “კავკაზი” განათლების სამინისტროს ოფიციალური გამოცემის, ჟურნალ “აბიტურიენტის” მიერ საუკეთესო კერძო უნივერსიტეტადაა მიჩნეული.

ამის შესახებ იტყობინებიან უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე 2017 წლის 18 იანვარს.

უნივერსიტეტი “კავკაზის” დამფუძნებელმა, აზერბაიჯანის საერთაშორისო განათლების კომპლექსმა, ოფიციალურ პრესას აცნობა, რომ შექმნილია უნივერსიტეტის სალიკვიდაციო კომისია. დამფუძნებელი არწმუნებს სტუდენტებსა და მათ მშობლებს, რომ შეშფოთების არანაირი საბაბი არ აქვთ, რომ სასწავლო პროცესი გაგრძელდება, და სტუდენტების შემდეგომი განათლების უფლება დაცული იქნება.

  • უნივერსიტეტ “კავკაზში” დაახლოებით 5 ათასი სტუდენტი სწავლობს.
  • უნივერსიტეტმა ოფიციალური რეგისტრაცია 1995 წლის 11 სექტემბერს გაიარა.
  • პირველი დამფუძნებელი იყო თურქული საგანმანათლებლო ორგანიზაცია “ჩაგ ოირეტიმ იშლეტმელერი” , რომელიც შერისხული თურქი პოლიტიკოსის, და ამჟამად ამაერიკაში მცხოვრები ფეჰთულაჰ გიულენის კუთვნილ ჰოლდინგში შედიოდა.
  • ფეჰთულაჰ გიულენს ბრალად ედგება თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობა
  • უნივერსიტეტ “კავკაზის” მმართველობა საერთაშორისო საგანმანათლებლო კომპლექსს 2016 წლის 20 ივლისს გადაეცა, და უნივერსიტეტი შეუერთდა ბაქოს უმაღლეს სანავთობო სკოლას, რომლის დამაარსებელიცაა – აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR.

ასევე წაიკითხეთ