პარიზმა თავისას მიაღწია, ლოს-ანჟელესი კი დამარცხდა, ირწმუნება BBC-ის მიმომხილველი" />

2024-ის და 2028 წლების ოლიმპიადები პარიზსა და ლოს-ანჯელესში ჩატარდება

პარიზმა თავისას მიაღწია, ლოს-ანჟელესი კი დამარცხდა, ირწმუნება BBC-ის მიმომხილველი

საზაფხულო ოლიმპიური თამაშების მასპინძლები 2024 და 2028 წლებში, შესაბამისად, ლოს-ანჯელესი და პარიზი იქნებიან. ჰამბურგმა, რომმა და ბუდაპეშტმა თამაშების ჩატარების უფლებაზე უარი მას შემდეგ განაცხადეს, რაც მიხვდნენ, რომ ამ თამაშებისთვის გაწეული ხარჯი მეტისმეტად დიდია, – წერს BBC.

მაგრამ აგვისტოს დასაწყისამდე ლოს-ანჯელესსა და პარიზს ერთმანეთში მოლაპარაკება შეეძლოთ, თუ ვინ უფრო ადრე უმასპინძლებს ოლიმპიადას. პარიზი ირწმუნებოდა, რომ ის მიწა, რომელიც ოლიმპიური სოფლის ასაშენებლად გამოიყო, მხოლოდ 2024 წლამდე გათავისუფლდება, ლოს-ანჯელესი კი, თავის მხრივ, იმას ამტკიცებდა, რომ 2018 წელს ოლიმპიადის ჩატარება გაცილებით ძვირი დაჯდება, ვიდრე ოთხი წლით ადრე, და ქალაქი, ასეთ ხარჯებს შეიძლება ვერ გაუმკლავდეს.

თუკი ქალაქები ვერ მოილაპარაკებდნენ, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს კენჭისყრის საშუალებით მოუწევდა იმის გადაწყვეტა, თუ ვინ რომელ წელს უმასპინძლებდა ოპლიმპიადას, და ეს 2017 წლის სექტემბერში ლიმაში გამართულ სხდომაზე მოხდებოდა. ახლა კი საერთაშორისო ოლიმპიურმ აკომიტეტმა მხოლოდ უნდა განაცხადოს იმის შესახებ, რომ 2024 წლის ოლიმპიური თამაშები პარიზში ჩატარდება, 2018 წლის კი – ლოს-ანჯელესში.

თითოეული ეს ქალაქი უკვე ორჯერ იყო ოლიმპადის მასპინძელი: ლოს-ანჯელესი -1932 და 1984 წლებში, ხოლო პარიზი – 1900 და 1984 წელს.

ეს მარათონი 1932 წელს 7 აგვისტოს შედგა. ზაბალამ ლიდერ გუნდთან ერთად გაირბინა თითქმის მთელი დისტანცია – და მხოლოდ როდესაც ფინიშამდე 4 კილომეტრი დარჩა, ის წინ გაიიჭრა, და გარბენი, დიდ ბრიტანელ სემუელ ფერისთან შედარებით, 19 წამის უპირატესობით მოიგო. ზაბალა მარათონის პირველი სამხრეთამერიკელი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ფოტო ვებგვერდიდან Olympic Games Marathon

ერთადერთი ქალაქი, რომელმაც ოლიმპიადას სამჯერ უმასპინძლა, არის ლონდონი.

1984 წლის ლოს-ანjელესის ოლიმპიურ თამაშებზე, აშშ-სა და სხვა ქვეყნების მხრიდან მოსკოვში გამართული ოლიმპიადა-80-ისთვის გამოცხადებული ბოიკოტის საპასუხოდ, სსრკ-დან სპორტსმენები არ ჩავიდნენ. დასავლეთის ბოიკოტი საბჭოთა კავშირის ავღანეთში შეჭრას უკავშირდებოდა.

ВВС-ის სპორტული მიმომხილველი ალქს კეპსტიკი ირწმუნება, რომ მოვლენების წარმატებით განვითარების თაობაზე ყველა მხარის მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, პარიზმა თავისი გაიტანა, ლოს-ანჯელესი კი დამარცხდა, და ამერიკულ ქალაქს ახლა მართლაც მეტი ფულის დახარჯვა მოუწევს ოლიმპიადის ჩასატარებლად, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ოთხი წლით ადრე ჩაატარებდა.

ასევე , კეპსტიკის აზრით, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს არცთუ მარტივი სამუშაო ელის, მომავალი ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის პრეტენდენტების ძებნის თვალსაზრისით, რადგან ამ ღონისძიებისთვის გაწეული ხარჯები ყოველწლიურად მხოლოდ მატულობს.

ლოს-ანჯელესის ხელისუფლებასთან შეთანხმების თანახმად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მათ 2028 წლის ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად $1.4 მილიარდს გადაურიცხავს.


ასევე წაიკითხეთ