დაღუპულთა შორისაა 19 მოზარდი" />

2019 წელს საქართველოს გზებზე ავტოავარიაში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

დაღუპულთა შორისაა 19 მოზარდი

საქართველოში 2019 წელს 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაიღუპა 481 ადამიანი, რაც გასულ წელთან შედარებით ხუთი პროცენტით მეტია. 7921 – დაშავდა.

ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს.

• საქართველოში ავტოსავარძლები, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

საქართველო: გაამართლა თუ არა ავტომანქანების ტექინსპექტირებამ და რა ხარვეზები აქვს მას

2019 წელს დაღუპულთა შორისაა 19 მოზარდი. მათგან 16 მგზავრი იყო, სამი კი ქვეითი.

თბილისში 2019 წელს  2891 ავარია მოხდა, დაიღუპა 100 ადამიანი და დაშავდა 3430.

2018 წელთან შედარებით, საქართველოს მასშტაბით დაღუპულთა საერთო რაოდენობა 5 პროცენტითაა გაზრდილი (22 ადამიანით მეტი დაიღუპა), თუმცა საგზაო შემთხვევები 9,5% პროცენტითაა შემცირებული, დაშავებულთა რიცხვი კი 12 %-ით.


ასევე წაიკითხეთ