არეგ ბალაიანი თავის თავსა და ნამუშევრებზე ჰყვება" />

ისტორია ფოტოგრაფზე, რომელიც ომის დროს მშვიდობიან კადრებს იღებდა

არეგ ბალაიანი თავის თავსა და ნამუშევრებზე ჰყვება

ფოტოგრაფი არეგ ბალაიანი არცახში ცხოვრობს. აპრილის ომის დროს ის ჯარში გაიწვიეს. საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად ფრონტის ხაზზე გაგზავნეს. რა თქმა უნდა, ფოტოაპარატის გარეშე. თუმცა მოგვიანებით ერთდღიანი შვებულება მიიღო, სახლში დაბრუნდა და მაინც აიღო ფოტოაპარატი.

სამი წელი ყარაბაღის „აპრილის ომიდან“. რა შეცვალა მან?

ყარაბაღის კონფლიქტი: „მშვიდობის შესახებ სერიოზული საუბარი შედგა“

ფაშინიანის და ალიევის პირველი ოფიციალური შეხვედრის შეჯამება

თავისუფალ დროს – ანუ მაშინ, როდესაც გამყოფ ზოლზე მეტ-ნაკლებად მშვიდი სიტუაცია იყო და მებრძოლებს დასვენებისა და ძილის საშუალება ეძლეოდათ – არეგი ფოტოებს იღებდა… ასე შეიქმნა ფოტოების ციკლი, რომელსაც “MOB (Military mobilization)” ეწოდება და რომელმაც ის საერთაშორისო კონკურსის Lens Culture Exposure Awards-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად აქცია.

  • 2016 წლის 2 აპრილს, პირველად 1994 წლის ზავის დადების შემდეგ, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, გამყოფ ზოლზე სამხედრო შეტაკება მოხდა. 6 აპრილს ბაქოსა და სტეფანაკერტის თავდაცვის სამინისტროებმა საზოგადოებას განუცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დადეს.
  • ოფიციალური მონაცემით, კონფლიქტის ესკალაციის პერიოდში, აზერბაიჯანის მხრიდან 31 სამხედრო პირი დაიღუპა. ამასთან, სამხედრო კვლევების ცენტრის „ხაზარის“ მონაცემებით, გარდაცვლილია 93 ადამიანი.
  • ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში 92 სამხედრო პირი დაიღუპა.
  •  მთიანი ყარაბაღის გამო, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო კონფლიქტი 1991-1994 წლებში მიმდინარეობდა. ზავის დადების შემდეგ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა დეფაქტო დამოუკიდებელ რესპუბლიკად იქცა, რომელსაც სუვერენული სახელმწიფოები (მ.შ. სომხეთიც) არ აღიარებენ. აზერბაიჯანი ყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს (რომლებიც მოწინააღმდეგე მხარემ ომის დროს დაიკავა) ოკუპირებულ ზონად მიიჩნევს და მათ დაბრუნებას მოითხოვს.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინები მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს

ასევე წაიკითხეთ