კიდევ 297 -ს სიფილისი აღმოაჩნდა, ხოლო 3 393 - სისხლის დაავადების მატარებელია " />

„ქორწინებისწინა“ გამოკვლევა აზერბაიჯანში: 135 ადამიანი შიდსით დაავადებული აღმოჩნდა

კიდევ 297 -ს სიფილისი აღმოაჩნდა, ხოლო 3 393 - სისხლის დაავადების მატარებელია

135 შიდსით დაავდებული, 297 სიფილისით დაავადებული და 3 393 თალასემიის მატარებელი – ასეთია ოჯახის შექმნამდე სავალდებულო სამედიცინო კვლევის წლიური შედეგები აზერბაიჯანში.

მთლიანობაში 2019 წლის 11 თვის განმავლობაში დაქორწინებამდე გამოკვლევა 126 402-მა ადამიანმა ჩაიტარა, იუწყება Report.  

ნათესაური ქორწინებები აზერბაიჯანში  –  რატომ არის ეს საშიში?

სექსუალური განათლება საქართველოში: ვინ არის მომხრე, და ვინ – წინააღმდეგი

ოჯახური ძალადობა სომხეთში – ოჯახური პრობლემები სასიკვდილო შედეგით

გაფრთხილება საშიშროების შესახებ 

სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევა 2015 წელს შემოიღეს. დაქორწინების მსურველმა წყვილებმა ვენერიულ დაავადებებზე, ასევე თალასემიაზე – მძიმე, მემკვიდრეობით სისხლის დაავადებაზე, ანალიზები უნდა ჩააბარონ. გამოკვლევა უფასოა.

აზერბაიჯანში საკმაოდ ხშირად მამაკაცი ცოლს სერიოზული ვენერიული დაავადებით ასნებოვნებს, და ეს უკვე ქალის ფეხმძიმობის დროს მჟღავნდება. ამავდროულად ქმარმა, შესაძლოა, თავად არც იცოდეს, რომ ავად არის.

მეორე მხრივ, აზერბაიჯანელებს შორის თალასემიის ძალიან ბევრი მატარებელია, და თუკი ამ დაავადების ორი მატარებელი დაქორწინდება, დიდია რისკი, რომ მათ ავადმყოფი ბავშვი გაუჩნდებათ.

ამრიგად, დაქორწინებამდე შემოწმების მიზანია – ადამიანების დროულად ინფორმირება, რათა მათ, მინიმუმ, იცოდნენ, თუ რაზე მიდიან.

შემოწმების შედეგების შესახებ ექიმები მხოლოდ თავად შემოწმებულ ადამიანს ეუბნებიან, მაგრამ – არა მის პარტნიორს. თუმცა, კანონის მიხედვით, აივ ინფექციით ან შიდსით დაავდებული ადამიანი ვალდებულია, ამის შესახებ თავის სექსუალურ პარტნიორს ან მომავალ მეუღლეს აცნობოს, სხვა შემთხვევაში, მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

სინამდვილეში, ასეთი შემოწმების შემდეგ ქორწინებას წყვილების ძალიან ცოტა პროცენტი აუქმებს.

არაერთგვაროვანი შედეგები

სტატისტიკა უჩვენებს, რომ წლიდან წლამდე  ასეთი შემოწმებების დროს შიდსის აღმოჩენის შემთხვევები სულ უფრო მატულობს, თუმცა ამ წელიწადს გამონაკლისიც შეგვიძლია ვუწოდოთ:

2016 წელს  – 109 ადამიანი 143694 გამოკვლეულიდან;

2017 წელს – 119ადამიანი 135990 -დან;

2018 წელს  – 173 ადამიანი 135529 -დან.

თალასემიის რესპუბლიკური ცენტრის დირექტორს ვალეხ გუსეინოვს უჭირს იმის თქმა, თუ რამდენად ძლიერად იმოქმედა სავალდებულო სამედიცინო შემოწმებამ ამ ავადმყოფობით  დაავადებული ადამიანების რაოდენობაზე:

 „ამგვარი პროგრამების შედეგებზე, სულ ცოტა, მხოლოდ ხუთი წლის გასვლის შემდეგ შეიძლება მსჯელობა“, – განმარტავს ის


ასევე წაიკითხეთ