JAMnew-ის ფოტოპროექტი - სტალინი საქართველოში" />

სტალინი – ღმერთი, სუპერვარსკვლავი

JAMnew-ის ფოტოპროექტი - სტალინი საქართველოში

გორი, 2016. წმინდა სამება – ასე ეძახიან ხატს, რომელიც განასახიერებს სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილის შეხვედრას ყირიმში, 1945 წლის თებერვალში.

ბოლო კვლევა, რომელიც სტალინის მიმართ საზოგადოებრივ განწყობებს ასახავს, 2012 წელს ჩატარდა. კარნეგის ფონდმა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში – საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში და ასევე რუსეთში საბჭოთა ბელადის მიმართ განწყობები გამოიკვლია. შედეგებმა აჩვენა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ბევრი ადამიანისთვისთვი მე-20 საუკუნის ეს სისხლიანი ტირანი, რომელმაც 20 მილიონზე მეტი ადამიანი დახვრიტა და გადაასახლა, დღემდე ცოცხალი და პატივსაცემია. მაგალითად, საქართველოში სტალინის მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოხატა გამოკითხულთა 45–მა პროცენტმა გამოხატა.

იმ ოთხ წელიწადში, რომელიც ამ კვლევის ჩატარებიდან გავიდა, სავარაუდოდ, ბევრი არაფერი შეიცვალა. პირიქით, ბოლო ოთხი წელია, სტალინის თაყვანისმცემლები საქართველოში უფრო გააქტიურდნენ – რამდენიმე სოფელსა თუ ქალაქში ბელადის ძეგლისა თუ ბიუსტის თვითნებურად აღდგენის მცდელობაც კი იყო.

საკანონმდებლო დონეზე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკა საქართველოში აკრძალულია. 2013 წელს პარლამენტმა საბჭოთა სიმბოლიკის აღმოფხვრის ქმედითი მექანიზმების შესაქმნელად ‘თავისუფლების ქარტიაში’ ცვლილებები შეიტანა. ამ ცვლილებების მიღებიდან თითქმის სამი წელი გავიდა, თუმცა არა თუ რაიმე აღმოიფხვრა, არამედ პირიქით, მაგალითად გორში, სტალინის მშობლიურ ქალაქში, სუპერმარკეტიც კი გახსნეს, რომელსაც ბელადის უზარმაზარი ფოტო ამშვენებს.

სტალინის მშობლიურ ქალაქში, გორში, ‘დიდი ბელადი’ თითქმის ღმერთია – ხელშეუხებელი და უკვდავი. მას აქ ბევრი მიმდევარი ჰყავს: ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი), უდიდესი პიროვნებაა, რომელიც კი ოდესმე საქართველოში დაბადებულა (ან დაიბადება).

თუმცა გორი არ არის ერთადერთი ქალაქი საქართველოში, სადაც სტალინს პატივს (და ხშირად თაყვანს) სცემენ. ‘დიდი ბელადის’ სიკვდილიდან 64 წელი გავიდა, თუმცა მის განსხეულებას მთელ საქართველოში ბევრგან და სხვადასხვა სახით შეხვდებით.

სტალინი – ღმერთი

სოფელი ზემო ალვანი, 2013. სუფრაზე სტალინის სადღეგრძელოს ფეხზე წამოდგომით ამბობენ, რაც განსაკუთრებული პატივისცემისა და მოწიწების ნიშანია.

გორი, 2016. სტალინის გარდაცვალების დღეს, 5 მარტს, „დიდი ბელადის“ მიმდევრები გორში იკრიბებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ცხოვრება სტალინის დროს ბევრად უკეთსი იყო, ვიდრე დღეს. 

სტალინი – დაცემა და აღდგომა

გორი, 2016. გორის ცენტრში, ამ ადგილას სტალინის 9-მეტრიანი ქანდაკება იდგა. 2010 წელს ხელისუფლებამ მოსახლეობისგან მალულად, გვიან ღამით ეს ქანდაკება კვარცხლბეკიდან ჩამოხსნა. გორელების ნაწილი ხელისუფლების ამ ნაბიჯით შეურაცხყოფილი დარჩა. ისინი ფიქრობენ, რომ 'დიდი ბელადის' ადგილი სწორედ ქალაქის ცენტრშია.
გორი, 2013; გორი, 2016. სტალინის ძეგლს ადგილი ქალაქგარეთ, ნანგრევებში მიუჩინეს.
გორი, 2013; გორი, 2016

გორი, სოფელი ატენი, 2016. მთავარი ქანდაკების ჩამოხსნამ ვერ შეცვალა სტალინის მიმდევრების დამოკიდებულება ბელადისადმი.
 
გორი, 2016. სტალინის სხვადასხვა გამოსახულებას მთელ საქართველოში უამრავ ადგილას შეხვდებით. ეს სუპერმარკეტია გორში, სტალინის ქუჩაზე.
 
გორი, სოფელი ატენი, 2016. ამ სახლის პატრონი, ჟუჟუნა ნათაძე აქ, უკვე 1 წელია, აღარ ცხოვრობს, თუმცა 50 წლის განმავლობაში მის მიერ შეგროვებული სტალინური სიმბოლოები ჯერ კიდევ შემორჩა მის აივანს.

გორი, სოფელი ატენი, ჟუჟუნა ნათაძის სახლის აივანი, 2016. სტალინის ეს პორტრეტი 'სამგანზომილებიანია.'თუ მარჯვნიდან შეხედავთ, ახალგაზრდა იოსებ ჯუღაშვილის სახეს დაინახავთ, მარცხნიდან – სტალინს საშუალო ასაკში, ხოლო პირდაპირ – 'დიდი ბელადის' კლასიკურ გამოსახულებას.
 
სოფელი ზემო ალვანი, 2013. 'დიდი ბელადის' ბიუსტი სახლში მის თითქმის ყველა მიმდევარს აქვს.
 
სოფელი ზემო ალვანი, 2013. მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი.
 
თბილისი, კუკიას სასაფლაო, 2016. მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი სტალინის სიტყვებით რუსულ ენაზე.
 
გორი, 2016. გორი, სტალინის მუზეუმის ეზო.
 
გორი, 2013; გორი, 2016. გორის მოსახლეობის ნაწილმა გადაწყვიტა, სტალინის 9-მეტრიანი ქანდაკება თავიდან აღმართოს მუზეუმის ეზოში. ამის გაკეთება ჯერ ვერ მოახერხეს, თუმცა 'დიდი ბელადისადმი' პატივისცემის ნიშნად, კვარცხლბეკთან ხშირად მიაქვთ ყვავილები.

სტალინი – სუპერვარსკვლავი

გორი, 2016. დროთა განმავლობაში სტალინის სახელი საქართველოში ერთგვარ 'ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა'. ბელადს სახეს ხშირად შეხვდებით მაისურებზე, სუვენირებად თუ სხვა სახით.
 
თბილისი, 2016. სტალინის ბიუსტი ანტიკვარიატის მაღაზიაში.
 
თბილისი, 2016. ე.წ. მშრალი ხიდის ბაზრობაზე ხშირად შეხვდებით სიმბოლოებს სტალინის გამოსახულებით.
 
თბილისი, 2016. სტალინის სიმბოლოები ერთ-ერთი მიზეზია , რის გამოც,  „მშრალი ხიდი“ ტურისტებს შორის საკმაოდ პოპულარული ადგილია.
 
გორი, 2016. გორში, სტალინის მუზეუმს ყოველწლიურად ათასობით ტურისტი ათვალიერებს.
 
თბილისი, 2016. პოპ-არტი სტალინზე, ლენინზე, მარქსზე, კასტროსა და მაოზე თბილისის ერთ-ერთ ჰოსტელში.
 
თელავი, 2013. ანტისტალინური სტრიტ-არტი 'დიდი ბელადის' ქანდაკებასთან.

თბილისი, 2016. ეს 21 წლის გოგონა, თათა მურაჩაშვილი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა საქართველოში სტალინის თაყვანისმცემლებს შორის.
 

 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ