სომხეთი და თურქეთი წყალსაცავით ერთობლივად, თანაბარი უფლებებით სარგებლობენ " />

იღუპებიან თევზები – ახურიანსკის წყალსაცავში წყლის რაოდენობამ დაიკლო

სომხეთი და თურქეთი წყალსაცავით ერთობლივად, თანაბარი უფლებებით სარგებლობენ

ფოტოები ანდრანიკ ოგანჯანიანის ფეისბუკის გვერდიდან

ახურიანსკის წყალსაცავში, სომხეთისა და თურქეთის საზღვარზე წყლის დონემ დაიწია, დაიღუპა დიდი რაოდენობით თევზი.

ბუნების დაცვის სამინისტროს პრეს-მდივანი იუწყება, რომ წყლის უკმარისობამ  ჟანგბადის უკმარისობაც გამოიწვია, და ამიტომ წყალსაცავში  დარჩენილი თევზები წყლის ზედაპირზე ამოდიან.

პასუხისმგებელი ორგანოები ჯერჯერობით არ ასახელებენ მიზეზს, რამაც თევზების დაღუპვა გამოიწვია. ბუნების დაცვის სამინისტრო მხოლოდ შემდეგ ინფორმაციას გადმოსცემს:ვინაიდან წყალსაცავი საზღვარზე მდებარეობს, მიმდინარეობს მუშაობა სასაზღვრო სამსახურისგან წყლის სინჯის აღების უფლების მისაღებად, რათა მიხვდნენ, თევზების დაღუპვა მხოლოდ წყლის დონის კლებითა არის განპირობებული, თუ საამისოდ რაიმე სხვა მიზეზიც არსებობდა.

წლის მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის პრეს-მდივანმა სონა მარტიროსიანმა  „არმენპრესს“ აცნობა: „იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წყალსაცავი მხოლოდ სარწყავი წყლის დასაგროვებლად გამოიყენება, წყალსაცავში თევზის მოშენება კანონმდებლობით არ რეგულირდება.

ახურიანსკის წყალსაცავში თევზის მოშენება – თვითშემოქმედებაა, და წყლის მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტს ამაზე არც თანხმობა მიუცია და არც ნებრთვა. შესაბამისად, უწყებას თევზის დაცვაზე არანარი პასუხისმგებლობა არ აკისრია… მეტიც, თურქული მხარის თანხმობის გარეშე, ორგანოს ამგვარი ნებართვების გაცემის უფლებამოსილებაც არ გააჩნია.

ახურიანსკის წყალსაცავი სომხეთისა და თურქეთის საზღვარზე მდებარეობს. მისი სიგრძე – 20 კმ-ია საზღვრის გასწვრივ, წყლის მოცულობა – 525 მილიონი მ³. წყალსაცავის მშენებლობის შესახებ შეთანხმება საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის მიიღწა. შეთანხმებას 1963 წლის 25 აპრილს შერეული თურქულ-საბჭოთა კომისიის მიერ მოეწერა ხელი. წყალსაცავის ექსპლუატაცია1982 წლიდან დაიწყო. შეთანხმების თანახმად, მხარეები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ – 50 / 50.

ეკოლოგი სილვა ადამიანი აღნიშნავს, რომ ამგვარი სიტუაცია პასუხისმგებელი სამსახურების და ბუნების დამცავი ორგანიზაციების უყურადღებობის გამო შეიქმნა. „ადამიანები პრობლემის შესახებ იუწყებიან, მაგრამ პასუხისმგებელი ორგანოები არავითარ ინფორმაციას არ იძლევიან იმის თაობაზე, თუ რატომ იხოცება თევზი, რატომ კლებულობს წყლის დონე. ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება რესურსების განკარგვა. არ ვიცი, რას ფიქრობს ამის შესახებ ბატონი პრემიერი“, – აღნიშნა მან.

წყლის მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის პრეს-სამსახური იუწყება, რომ წყალსაცავის წყლით არმავირისა და შირაქის ოლქებში დაახლოებით 30 ჰა ტერიტორია ირწყვება. 2 სექტემბრიდნ სომხურმა მხარემ ახურიანსკის წყალსაცავის წყლით სარგებლობა შეწყვიტა, რის შედეგადაც 3 სექტემბერს მასში წყლის დონემ ოდნავ მოიმატა.

„თურქული მხარე ამ დროის განმავლობაში აგრძელებდა წყლით სარგებლობას წამში 10 კუბამეტრის გამავლობით“, – თქვა წყლის მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის პრეს-მდივანმა სონა მარტიროსიანმა.


ასევე წაიკითხეთ