პრემიერის ინიციატივის ერთ-ერთი მიზეზი ტელეკომპანია „რუსთავი2 „-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებია." />

საქართველოში კიდევ ერთი ომბუდსმენის აპარატი შეიქმნება

პრემიერის ინიციატივის ერთ-ერთი მიზეზი ტელეკომპანია „რუსთავი2 „-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებია.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა ახალი ინიციატივის შესახებ, რომლიც საქართველოში მედიის თავისუფლებას უზრუნველყოფს.

კვირიკაშვილის აზრით, ამ ამოცანის შესრულებისთვის ქვეყანაში  აუცილებელია მედიაომბუდსმენის აპარატის შექმნა.

Kvirikashvili

 

ამ ინიციატივის შესახებ პრემიერმა დღეს 6 მარტს, არასამთავრობო და მედია ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა, კვირიკაშვილი სათანამშრომლოდ მსოფლიოში მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველებს, საერთაშორისო დონის მედიაექსპერტებსა და სპეციალისტებს იწვევს.

“პირველ რიგში, სწორედ ჩვენი, ხელისუფლების ინტერესშია, დაცული იყოს ჩვენივე მთავარი მონაპოვარი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი. ამიტომ, არ უნდა არსებობდეს არანაირი კითხვის ნიშანი, ამ საკითხთან დაკავშირებით”, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„გიორგი კვირიკაშვილი  ტელეკომპანია“რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ადამიანის ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება“, – განაცხადა რეგიონული მაუწყებლობის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია კუპრაშვილმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებით, 8 მარტამდე შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება, რომლითაც სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”  ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. მოსახლეობის ნაწილი და მედიის წარმომადგენლები გადაწყვეტილებას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ. 


ასევე წაიკითხეთ