ადგილობრივი მაცხოვრებლები ჰყვებიან, რომ თურქულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანები ძროხებს სისტემატურად იპარავენ და თურქეთის საზღვარზე კონტროლის გაძლიერებას მოითხოვენ." />

საპროტესტო აქცია ჯავახეთში: აქ თურქეთის მოსაზღვრე სოფლებიდან ძროხები ისევ მოიპარეს

ადგილობრივი მაცხოვრებლები ჰყვებიან, რომ თურქულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანები ძროხებს სისტემატურად იპარავენ და თურქეთის საზღვარზე კონტროლის გაძლიერებას მოითხოვენ.

 ფოტო: აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი

28 მაისს დილიდან საქართველოდან თურქეთისკენ მიმავალი გზა მთიანი რეგიონის სამცხე-ჯავახეთის სოფელ სულდას მახლობლად გადაიკეტა. დაახლოებით 70 ადგილობრივი მაცხოვრებელი მას შემდეგ გამოვიდა ქუჩაში, რაც მათ წინა ღამით 63 ძროხა მოპარეს.

მაცხოვრებლები ჰყვებიან, რომ ღამით, როდესაც მწყემსებს ეძინათ, მათ ოთხი ადამიანი დაესხა თავს. რვა მწყემსს ხელები ხელნაკეთი ბორკილებით დაუბეს და საქონელი გაიტაცეს. როგორც ერთ-ერთი მწყემსი ჰყვება, გამტაცებლები თურქულად ლაპარაკობდნენ.  

ახალქალაქის რაიონის საზღვრისპირა სოფლებში ძირითადად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ საქონლის მოპარვა აქ ხშირად ხდება, და მათი თქმით, ამას თურქეთიდან გადმოსული ადამიანები აკეთებენ.

გაფიცულთა მთავარი მოთხოვნა თურქეთის საზღვარზე უსაფრთხოების გაძლიერებაა.

მაცხოვრებლები ჰყვებიან, რომ ხშირად სოფლის მოსახლეობას საქონელს ღამით ეზოებიდანაც ჰპარავენ.

მოსახლეობასთან მოსალაპარაკებლად მივიდნენ ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები – ქალაქ ახალქალაქის მერი და პარლამენტის დეპუტატი ენზელ მკოიანი. ისინი მათ სიტუაციაში გარკვევას დაჰპირდნენ.

ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აქციაზე გამოვიდნენ სხვა ქართული რეგიონის – თუშეთის მწყემსებიც, რომლებიც ასევე დაზარალდნენ, რადგან ისინი ზაფხულში თავიანთ საქონელს ჯავახეთის მდიდარ საძოვრებზე მიერეკებიან.

გადაკეტილ ტრასაზე თურქეთისკენ მიმავალი რვა სატვირთო და 10-მდე მსუბუქი ავტომობილი შეფერხდა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ