თბილისის ციხიდან ის ცხრაწლიანი პატიმრობის შემდეგ გაუშვეს, სამხრეთ ოსეთში მის საქმეს იძიებდნენ, ახლა კი - მოკლეს" />

სამხრეთ ოსეთში ქართულ-ოსური კონფლიქტის ერთ-ერთი ცნობილი სახე, მარეკ დუდაევი მოკლეს

თბილისის ციხიდან ის ცხრაწლიანი პატიმრობის შემდეგ გაუშვეს, სამხრეთ ოსეთში მის საქმეს იძიებდნენ, ახლა კი - მოკლეს

მარეკ დუდაევი და მისი მეუღლე მართა ვაზაგოვა, რომელმაც ბოლო დროს მილიციას მიმართა თხოვნით, ქმრისგან დაეცვათ

სამხრეთ ოსეთში, ცხინვალსა და თბილისში ცნობილი ადამიანი მარეკ დუდაევი მოკლეს. 1990-იან წლებში ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს ის იყო „სახალხო შურისმაძიებელი“, ოსურ სოფლებში ორგანიზებას უწევდა შეიარაღებულ წინააღმდეგობებს. ამავდროულად, ის, სავარაუდოდ, რეკეტიორიც იყო და ადგილობრივ ოს მეწარმეებს „მფარველობდა“.

ცხრა წლის განმავლობაში ის თბილისის ციხეში იჯდა ბანდიტიზმის და რამდენიმე მკვლელობის ბრალდებით – ითხოვდა და მონათლა კიდეც თვით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. ოთხი წლის წინ საკამათო გარემოებებში ციხიდან გაათავისუფლეს (2027 წლამდე უნდა მჯდარიყო), ის სამხრეთ ოსეთში წავიდა, სადაც მასზე მალევე აღიძრა საქმე გამოძალვის ბრალდებით.                                                                       

მარეკ დუდაევს ცნობილი უფლებადამცველები იცავდნენ, მას „ერთდროულად მსხვერპლს, ბანდიტს და რობინ ჰუდს“ უწოდებდნენ.

როგორც სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ს განუცხადა, მკვლელობა დუდაევის მშობლიურ სოფელ არცეუში მოხდა. გარდაცვლილი სოფლის ყოფილი კლუბის შენობაში იპოვეს. მას სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობამდე ამ შენობაში სუფრა იყო გაშლილი, რომელსაც ერთ-ერთი მისი თანასოფლელი ესწრებოდა. სწორედ მან ესროლა დუდაევს – ეჭვმიტანილი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

მარეკ დუდაევის დეტექტიური ისტორიის დეტალები JAMnews-ის მასალაში, რომელიც ერთი წლის წინ გამოქვეყნდა:

Марик Дудаев, осетины и грузины

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ამავე თემაზე

აგვისტოს ომის დროს გაგზავნილი SMS-ის გამო გასამართლებული ქალები. ვინ არიან ისინი?

აგვისტოს ომის დროს გაგზავნილი SMS-ის გამო გასამართლებული ქალები. ვინ არიან ისინი?

სამხრეთი ოსეთი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და კიდევ 76 ქართველ სამხედრო მოსამსხურის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას აპირებს

სამხრეთი ოსეთი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და კიდევ 76 ქართველ სამხედრო მოსამსხურის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას აპირებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალსა და მოსკოვს შორის დადებულ სამხედრო შეთანხმებას გამოეხმაურა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალსა და მოსკოვს შორის დადებულ სამხედრო შეთანხმებას გამოეხმაურა

სკოლის მოსწავლეები ომში

სკოლის მოსწავლეები ომში

ქართველი პარტიზანის შეწყალების გამო, აფხაზეთის პრეზიდენტი შესაძლოა პოსტს დაემშვიდობოს

ქართველი პარტიზანის შეწყალების გამო, აფხაზეთის პრეზიდენტი შესაძლოა პოსტს დაემშვიდობოს

„სამხრეთი ოსეთის ახალი სპიკერი - დანაშაულებრივი შეთქმულების ფაქტი და ხალხის უმოწყალოდ მოტყუება“

„სამხრეთი ოსეთის ახალი სპიკერი - დანაშაულებრივი შეთქმულების ფაქტი და ხალხის უმოწყალოდ მოტყუება“


ასევე წაიკითხეთ