ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებულმა გაეროს სანქციებმა, მოულოდნელად საერთაშორისო ყურადღება აფხაზეთის მიმართ მიაპყრო " />

როგორ მოხვდნენ ჩრდილოეთკორეელი მუშები აფხაზეთში და რატომ არღვევს რუსეთი გაეროს სანქციებს

ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებულმა გაეროს სანქციებმა, მოულოდნელად საერთაშორისო ყურადღება აფხაზეთის მიმართ მიაპყრო

ყოველ დილით, ჩრდილოეთ კორეიდან ჩამოსულთა ჯგუფები აფხაზეთში მიდიან სამუშაოდ. იმის შესახებ, თუ რატომ აღმოჩნდნენ ისინი აქ, The Washington Post-ის რეპორტაჟიდან გაიგებთ.

რით არიან დაკავებულები ჩრდილოეთკორეელები აფხაზეთში 

აფხაზეთში მათი მთავარი საქმიანობა – მშენებლობაზე მუშაობაა. ისინი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობებსა და რკინიგზის დაგებაზე მუშაობენ. ისინი, ვისაც შესაბამისი უნარები გააჩნიათ, სანაპიროებზე მასაჟის მომსახურებას ეწევიან – ტურისტებს თითო სეანსი 7 დოლარი უჯდებათ (ეკვივალენტით რუსულ რუბლში).

• აფხაზეთი: როგორ დავიწყოთ ბიზნესი ნულიდან და არ ჩავიწვათ

ჩრდილოეთკორეელი მუშები ძველ საბჭოთა სანტორიუმებში მუშაობენ, რომელიც გარშემორტყმულია პროპაგანდისტული პანოებითა და ლენინის პორტრეტებით.

ამჟამად აფხაზეთში, საერთო ჯამში, დაახლოებით, ჩრდილოეთ კორეის 400 მოქალაქე იმყოფება.

„მათ აქ მოსწონთ, – ამტკიცებს აფხაზეთის საემიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, ედუარდ გამისონია, – აქ თოვლი არ მოდის ხოლმე. მათი თქმით, იდეალური კლიმატია“.

რა შუაშია ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებული სანქციები 

გარკვეული ხნის წინ, გაერომ ჩრდილოეთ კორეას სანქციები დაუწესა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმის დარღვევისთვის.

კერძოდ, ყველა ქვეყანამ, 2019 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, უნდა შეწყვიტოს ჩრდილოკორეელი მუშების დაქირავება, იმდენად, რამდენადაც ეს ყოველწლიურად კიმ ჩენ ინის რეჟიმს, დაახლოებით, 500 000 000 დოლარს აძლევდა.

გაეროს ამ რეზოლუციას მხარი ჩრდილოეთ კორეის მოკავშირეებმა – ჩინეთმა და რუსეთმაც დაუჭირეს. 

მაგრამ არა აფხაზეთმა, რომელიც გაეროს წევრი არ არის და არ არის მასთან არანაირი ვალდებულებებით დაკავშირებული.

და ამას აქტიურად იყენებს მოსკოვი. რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ბოლო დრომდე, დაახლოებით, 40 ათასი ჩრდილოეთკორეელია დასაქმებული. ახლა კი მოსკოვს ცოტა დრო დარჩა მათ გასაშვებად – ყველა ჩრდილოკორეელმა რუსეთი 22 დეკემბრამდე უნდა დატოვოს.

და აი, მათი ნაწილი უკვე გადაიგზავნა აფხაზეთში.

ახლა აფხაზეთში სამუშაოდ, სავარაუდოდ, უკვე 400 ჩრდილოეთკორეელი ჩავიდა – რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი რიცხვია აფხაზეთისთვის, სადაც, ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით, 100 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

სოხუმის ერთ-ერთ რაიონში. ფოტო: პატრიკ სალატი, JAMnews

რაში სჭირდება ეს მოსკოვს 

გაეროს სანქციების მიზანი, რომელიც ჩრდილოეთკორეელი მუშების მომსახურებაზე უარის თქმას ითხოვს, არის ის, რომ კიმ ჩენ ინის რეჟიმს ჩამოართვას მყარი ვალუტის მიღების წყარო.

რუსეთი კი – ჩრდილოეთ კორეისთვის ძველი, ჯერ კიდევ ცივი ომის დროინდელი მოკავშირეა.

ჩრდილოეთკორეელი მუშების ნაწილის რუსეთიდან აფხაზეთში გადაყვანა – როგორც ჩანს, არის მცდელობა, მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ რუსეთი მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მოთამაშედ რჩება, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს საკუთარ მოკავშირეებს.

აფხაზეთი, სადაც რუსეთს დიდი გავლენა აქვს, ამ მიზნის მისაღწევად ხელსაყრელი ინსტრუმენტი გამოდგა.


ასევე წაიკითხეთ