შესაძლო ვარიანტები: შურისძიება კრიტიკისთვის ან კრემლთან ურთიერთობის გაფუჭების სურვილის არქონა" />

რატომ არ შეუშვეს აზერბაიჯანში რუსი ბლოგერი ილია ვარლამოვი?

შესაძლო ვარიანტები: შურისძიება კრიტიკისთვის ან კრემლთან ურთიერთობის გაფუჭების სურვილის არქონა

ილია ვარლამოვი ბაქოში 2 ნოემბერს საღამოს ჩაფრინდა. მესაზღვრეებმა მას უთხრეს, რომ „აზერბაიჯანში მისი ყოფნა არასასურველია“. მიზეზები არ განუმარტავთ, და თქვეს ისიც, რომ ბლოგერს ახლა სამი ვარიანტი ჰქონდა: დაეცადა ერთი დღე-ღამე აეროპორტში, რომ შემდეგი რეისით მოსკოვში დაბრუნებულიყო, ან საკუთარი ფულით ეყიდა ნებისმიერი სხვა მიმართულების ბილეთი. ვარლამოვმა სტამბოლი აირჩია.

ილია ვარლამოვი – რუსი ბლოგერი და მეწარმეა. ის რუსეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან თავისი აზრიანი შენიშვნებით და ფოტორეპორტაჟებით არის ცნობილი. თითოეული ამ ქალაქის შესახებ ის ორ „ანგარიშს“ წერს: ყველაფერი კარგის და ყველაფერი ცუდის შესახებ.

ვარლამოვის გაძევებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მედიასა და სახელმწიფო სტრუქტურებს არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. სოციალური ქსელებში მკითხაობენ, თუ რატომ არ შეუშვეს ვარლამოვი ქვეყანაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ არასასურველ სტუმართა სიაში ის არ მოიხსენიება. აზერბაიჯანში შეშვების აკრძალვის ძირითად მიზეზს – ჩვეულებრივ, მთიან ყარაბაღში მოგზაურობა წარმოადგენს ხოლმე. ეს არის აზერბაიჯანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე არაღიარებული რესპუბლიკა, ტერიტორია, რომელსაც სომხეთი აკონტროლებს. აზერბაიჯანული კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერი, ვინც ყარაბაღში, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების გვერდის ავლით, სომხეთიდან ჩადის, კანონს არღვევს.

• როგორ და რატომ მოხვდა აზერბაიჯანის ციხეში ბლოგერი ლაპშინი 

 რატომ იყვნენ აზერბაიჯანის მაცხოვრებლები მომღერალ ზარას ჩასვლის წინააღმდეგი 

თუმცა, ვარლამოვი მთიან ყარაბაღში არასდროს ყოფილა.

შურისძიება კრიტიკისთვის?

„მთიან ყარაბაღში არასდროს ვყოფილვარ, აზერბაიჯანის კანონმდებლობა არასდროს დამირღვევია, შესაძლოა, მიზეზი ძველად ბაქოს შესახებ გამოქვეყნებულ ჩემს პოსტებშია, – ვარაუდობს ბლოგერი, და თავის წინა ვიზიტს გულისხმობს. ის 2016 წელს ჩამოვიდა, და თავის წესისამებრ, ბაქოს შესახებ არამხოლოდ „კარგი“, არამედ „ცუდიც“ – მაგალითად, ბარაკებზე, ნაგავზე, უმუშევრობაზე. ბევრ ბაქოელს ეს ძალიან არ მოეწონა – ბლოგერს მეგობრულად და გააფთრებით ლანძღავდნენ. და აი, ახლა ვარლამოვი ვარაუდობს, რომ არამხოლოდ რიგითი მოქალქეებს, არამედ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩაიდო გულში მის წინააღმდეგ წყენა და ახლა სამაგიეროს უხდის.

მოსკოვის წინაშე რევერანსი?

„სრულიად დამაჯერებლად გამოიყურება კიდევ ერთი ვერსია, რომელიც ვარლამოვის პოლიტიკურ პოზიციას ემყარება. ბოლო ხანს ის აქტიურად აშუქებდა რუსეთის ოპოზიციის აქციებს, ბოლოტნაიაზე გამართულ საპროტესტო მიტინგებს, საკუთარი თავი მოსკოვის და ომსკის მერობის კანდიდატად წამოაყენა, სადაც მას ოპოზიციონერმა ნავალნიმ და „არასაიმედო“ მწერალმა აკუნინმა დაუჭირეს მხარი. გამორიცხული არ არის, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას ასეთი სკანდალისტის თავისთან ხილვა არ სურდათ. შესაძლოა, ხელისუფლების კრიტიკოსისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის კიდევ ერთი შემთხვევა გავიხსენოთ – მუსიკოს ანდრეი მაკარევიჩისთვის – თუმცა, ბაქოში მისი კონცერტი წინასწარ შეთანხმებული იყო, მაგრამ მას ბოლო მომენტში მოგონილი მიზეზით უარი უთხრეს“, – ასეთია JAMnews-ის პოლიტიკური მიმომხილველის შაჰინ რზაევის ვერსია.

მსჯელობა სოციალურ ქსელებში

ვარლამოვთან დაკავშირებულ ინციდენტზე, ძირითადად, რუსულენოვანი ბაქოელები მსჯელობენ, რომლებიც მასთან საერთო საინფორმაციო ველში იმყოფებიან.

სახასიათო კომენტარები:

„ არა, ეს გვინდოდა?)) ჩვენთან არ შემოუშვეს და სომხებმა მაშინვე თავისთან მიიწვიეს. ჩათვალეთ, რომ ჩვენებმა შეუკვეთეს პოსტი – „მშვენიერი ერევანი“. გეკითხებით, – ეს გვინდოდა?))))

„ და საერთოდ, ისეთი ვინ არის, რომ მის გამო კიდევ ვინერვიულოთ?! ალბათ ჰქონდათ არშემოშვების მიზეზი“.

„ეს ჩვენთვის, ბაქოელებისთვის ძალიან გულდასაწყვეტია. ჩვენი ქვეყანა, მიუხედავად პრეზიდენტის მიერ შექმნილი იმიჯისა, ისეთი სტუმართმოყვარე სულაც არ არის, როგორსაც ვისურვებდით. ეს პოლიტიკური თვალსაზრისითაც საზიზღრობაა. ვერანაირ კრიტიკას ვერ იტანენ“.


ასევე წაიკითხეთ