რას უნდა ველოდეთ ამ ოლიმპიადისგან და კონკრეტულად სამხრეთკავკასიელი სპორტსმენებისგან? " />

ოლიმპიადა-2018: რამდენიმე რეკორდი უკვე დამყარდა

რას უნდა ველოდეთ ამ ოლიმპიადისგან და კონკრეტულად სამხრეთკავკასიელი სპორტსმენებისგან?

სამხრეთკორეულ ქალაქ ფხენჩხანში ზამთრის რიგით XXIII ოლიმპიური თამაშები დაიწყო. თამაშები 25 თებერვლამდე გასტანს. ოლიმპიადაში 2500-ზე მეტი სპორტსმენი და 92 ქვეყანა მონაწილეობს.

გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ფაქტებს ოლიმპიური თამაშების შესახებ, რომელსაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში სპორტის გულშემატკივრები მთელ მსოფლიოში მიადევნებენ თვალს.

ფხენჩხანი – ბოლო 24 წლის განმავლობაში ყველაზე პატარა ქალაქია, რომელიც ოლიმპიური დედაქალაქი გახდა. იქ 50 ათასზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. REUTERS/Arnd Wiegmann

ოლიმპიადის მომზადება და ჩატარება სამხრეთ კორეას 13 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ეს თანხა ოთხჯერ უფრო ნაკლებია იმაზე, რაც რუსეთმა 2014 წელს სოჭის ოლიმპიადის ჩატარებისთვის დახარჯა. REUTERS/Afolabi Sotunde

საგანგებოდ ოლიმპიადისთვის დააგეს სეულიდან ფხენჩხანში და უკან მიმავალი ახალი სარკინიგზო ხაზი. ამ გზით მგზავრობას 69 წუთი სჭირდება

ამერიკის ნაკრები 242 სპორტსმენისგან შედგება, რაც ოლიმპიური თამაშების მთელი ისტორიის განმავლობაში, გუნდში სპორტსმენთა რაოდენობის მიხედვით აბსოლუტურ რეკორდს წარმოადგენს. REUTERS/Brendan McDermid

სპორტის 15 სახეობაში მედლების 102 კომპლექტი გათამაშდება. REUTERS/Damir Sagolj

სამხრეთი და ჩრდილოეთი კორეის ჰოკეის ქალთა ოლიმპიური ნაკრები გუნდები გაერთიანდნენ და ოლიპიადაზე ერთი შემადგენლობით გამოვლენ. REUTERS/Grigory Dukor

სამი ნიგერიელი ბობსლეიტი ქალი – მთელი ისტორიის განმავლობაში პირველი აფრიკელი სპორტსმენები არიან, რომლებიც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. REUTERS/Afolabi Sotunde

პორტის სახეობა რომელიც ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს, ტრადიციულად, ყველაზე დიდ ყურადღებას იპყრობს არის ჰოკეი, მაგრამ ფხენჩხანში არ ჩავლენ ჰოკეის ნაციონალური ლიგის მოთამაშეები, რაც ოლიმპიადაზე ჰოკეის ტურნირის სანახაობრიობის თვალსაზრისით დიდი დანაკლისია. სპორტის ამ სახეობაში მთავარი ფავორიტები არიან რუსეთის, აშშ-ის, კანადის, შვედეთის და ფინეთის ნაკრები გუნდები.

სოფლიოს 11-გზის ჩემპიონი, ფრანგი მარტენ ფურკადი – ბიატლონში პირველობის მთავარი პრეტენდენტი იქნება. ლეგენდარულმა ნორვეგიელმა ბიატლონისტმა ულე-ეინარ ბიორნდალენმა, რომელსაც წელს 44 წელი შეუსრულდა, ფხენჩხანის თამაშების შესარჩევი ტურნირი ვერ გადალახა, ხოლო რიგ წამყვან რუს ბიატლონისტებს, რომლებსაც ყველაზე მაღალი ადგილების დაკავება შეეძლოთ, სადოპინგო სკანდალის გამო, ოლიპიადაში მონაწილეობა აეკრძალათ.

ამთო-სათხილამურო სპორტის გულშემატკივართა ყურადღების ცენტრში ამერიკელი ლინდსი ვონი იქნება. ის 2010 წელს ვანკუვერის ორგზის პრიზიორია, რომელმაც სოჭის ოლიმპიადა ტრავმის გამო გამოტოვა.

ამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ფხენჩხანში 8 სპორტსმენი გაემგზავრა; ოთხი – საქართველოდან, სამი – სომხეთიდან და ერთი – აზერბაიჯანიდან.

სამხრეთკავკასიელი გულშემატკივრების მთავარი იმედი ამ თამაშებზე არის ფიგურისტი მორის ყვითელაშვილი. ბოლო დრომდე ის შეჯიბრებებში რუსეთის დროშის ქვეშ გამოდიოდა, მაგრამ 2016 წელს საქართველოს სახელით დაიწყო გამოსვლა.


ასევე წაიკითხეთ