მოლდოვა და არაღიარებული რესპუბლიკა შეთანხმდნენ რეგისტრაციის პროცედურაზე, რომელიც დნესტრისპირეთის მანქანებს უცხოეთში გასვლის უფლებას მისცემს" />

„ნეიტრალური ნომრები“ დნესტრისპირეთის ავტომობილებისთვის

მოლდოვა და არაღიარებული რესპუბლიკა შეთანხმდნენ რეგისტრაციის პროცედურაზე, რომელიც დნესტრისპირეთის მანქანებს უცხოეთში გასვლის უფლებას მისცემს

Ziarul de Garda-ს მასალების მიხედვით

მოლდოვისა და მისგან ჩამოშორებული დნესტრიპირეთის ხელისუფლებები შეთანხმდნენ „ნეიტრალური ნომრების გამოყენებაზე“ – საგანგებო სანომრე ნიშნებზე, რომელთა არსებობა ნებისმიერ დნესტრისპირულ მანქანას  უცხოეთში გასვლის უფლებას აძლევს. ხელისუფლება ამას კონფლიქტის დარეგულიების საქმეში ლამის გარღვევად მიიჩნევს, თუმცა მათ ყველა არ ეთანხმება.

დნესტრისპირეთი – ეს არის ტერიტორია, რომელსაც 1992 წლიდან მოლდოვას ხელისუფლება მხოლოდ დე-იურე აკონტროლებს. დნესტრისპირეთის რესპუბლიკა საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული არ არის და ამის გამო, ბევრი ადგილობრივი მაცხოვრებელი ფაქტობრივად იზოლაციაში ცხოვრობს. მოგზაურობის გეოგრაფია განსაკუთრებით მათთვისაა შეზღუდული, ვინც შიდა საბუთები გააფორმა – „მოლდოვას დნესტრისპირეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი“ მხოლოდ რუსეთსა და რეგიონის ნაწილობრივ აღიარებულ ტერიტორიებზე: აფხაზეთსა და ოსეთში  მოგზაურობის სშუალებას იძლევა. მოლდოვას დნესტრისპირეთის რესპუბლიკის შიდა ნომრებიან ავტომობილებს მხოლოდ მოლდოვას ტერიტორიაზე შეუძლიათ გადაადგილება.

მაგრამ 2018 წლის 1 სექტემბრიდან დნესტრის მარცხენა სანაპიროს  ავტომობილების ბევრმა მფლობელმა შეიძლება პირველად შეძლოს საკუთარი ავტომობილით საზღვარგარეთ გასვლა. ამ დღიდან დნესტრისპირეთის რეგიონის ავტომობილებს ევროპის გზებზე ევროპული ნომრებით გადაადგილების უფლებას მისცემენ, თუკი ისინი ახლებური ნიმუშის ნომრებით იქნებიან აღჭურვილები.
კიშინიოვისა და ტირასპოლის ხელისუფლებებმა შესაბამის შეთანხმებას აპრილის ბოლოს მოაწერეს ხელი. ახალი ნომერი სამი ციფრისა და ასოებისგან შედგება, და მას ნეიტრალური ეწოდება – რადგან იმ ქვეყნის აღმნიშვნელ ნიშანს არ შეცავს, რომელშიც ის გაიცა.

კიშინიოვმა და ტირასპოლმა ვერ შეძლეს მოლაპარაკება იმის თაობაზე, თუ ზუსტად სად შეიძლება ასეთი ნომრის აღება, და კომპრომისზე წასვლა ცენტრალურ ხელისუფლებას მოუხდა: ავტომობილების გადაფორმებით დაკავდებიან  სპეციალური ოფისები, რომლებიც დნესტრისპირეთში მოლდოვას ეუთოს მისიის ხელშეწყობით გაიხსნება.

მოლდოვას ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს შეთანხმება  – „საგრძნობი პროგრესია“ დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადაწყვეტის საქმეში. თუმცა, ამ ოპტიმიზმს ყველა არ იზიარებს.
დამოუკიდებელი პოლიტიკური ანალიტიკოსი იაზუ ნანტოი შეთანხმების ხელმოწერას „გაუმართლებელ დათმობად“  მიიჩნევს. მისი აზრით, კიშინიოვმა „დნესტრის მარცხენა სანაპიროს ანტიკონსტიტუციური სტრუქტურების მიერ გამოცემული  რიგი აქტების ფაქტობრივი ლეგალიზაცია მოახდინა.“

გარდა ამისა, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ მოლდოვას ხელისუფლების გადაწყვეტილებამ შეიძლება მეზობელ უკრაინასთან ურთერთობა გააფუჭოს, რადგან შესაძლოა, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებისთვის პრეცედენტად შეფასდეს.

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ მოლოველი ჩინოვნიკებისთვის ეს შეთანხმება „პირადი დაინტერსების“ საგანს წარმოადგენდეს.

ამავე თემაზე

ავტობიზნესის ყველაზე პოპულარული სქემა: ევროპა-საქართველო-ჩრდილო ოსეთი- სამხრეთი ოსეთი-რუსეთი

ავტობიზნესის ყველაზე პოპულარული სქემა: ევროპა-საქართველო-ჩრდილო ოსეთი- სამხრეთი ოსეთი-რუსეთი

გაგაუზია - პრორუსულად განწყობილი ავტონომია მოლდოვის შემადგენლობაში

გაგაუზია - პრორუსულად განწყობილი ავტონომია მოლდოვის შემადგენლობაში

გაივლიან თუ არა რუსეთ-საქართველოს ტრანზიტული ტვირთები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას?

გაივლიან თუ არა რუსეთ-საქართველოს ტრანზიტული ტვირთები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას?

მოლდოვა რუსულ პროპაგანდას

მოლდოვა რუსულ პროპაგანდას "აპაუზებს"

მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევანი

მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევანი

რატომ გადააყენეს მოლდოვის „ანტიოლიგარქიული“ მთავრობა მხოლოდ 5 თვიანი მუშაობის შემდეგ

რატომ გადააყენეს მოლდოვის „ანტიოლიგარქიული“ მთავრობა მხოლოდ 5 თვიანი მუშაობის შემდეგ

ტაქსის მძღოლებმა თბილისში რეგულაციების შემოღება მსვლელობით გააპროტესტეს

ტაქსის მძღოლებმა თბილისში რეგულაციების შემოღება მსვლელობით გააპროტესტეს

„ფეიკ ნიუსები

„ფეიკ ნიუსები" მოლდოვაში: ხანძრები, გვალვები, ტერაქტები და დისკრედიტირებული პოლიტიკოსები


ასევე წაიკითხეთ