ლონდონი და პეკინი უფრო ხელმისწვდომი გახდა " />

მსოფლიოს ძვირი ქალაქები იაფდება

ლონდონი და პეკინი უფრო ხელმისწვდომი გახდა

დიპლომატების მიღება პეკინშისურათი  James Gillray-დან, 1793 წელი. ფოტო ლონდონის პორტრეტების ეროვნული გალერეის ვებგვერდიდან

2016-2017 წლების განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკაში მომხდარი ცვლილებების შედეგად მსოფლიოს ზოგიერთ ძალიან ძვირფას ქალაქში ცხოვრება გაცილებით გაიაფდა.

ლონდონმა და პეკინმა უეცრად აღმოაჩინეს, რომ საერთაშორისო ანალიტიკური კომპანიის Economist Intelligence Unit (EIU)-ის მიერ შედგენილი საცხოვრებელი ფასის (ან საცხოვრებელი მინიმუმის) ყოველწლიური ინდექსის ჩამონათვალში ბევრად ქვედა ადგილები ეკავათ, ვიდრე ჩვეულებრივ, – იუწყება BBC.

ლონდონი

ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგი მაშინვე აისახა გირვანქა სტერლინგის კურსზე – იმდენად, რომ ლონდონი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში საცხოვრებლად ყველაზე ძვირფას ქალაქებს შორის მოიაზრებოდა, სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში Economist Intelligence Unit-ის ინდექსში 18 ადგილით ჩამოქვეითდა.

სხვა ქვეყნებიდან ჩასული ტურისტები ბრიტანეთის დედაქალაქს იმ ნივთების შესაძენად მიაწყდნენ, რომლებიც ახლა მათთვის უფრო იაფი გახდა. ზოგიერთი შეფასების მიხედვით, ლონდონში უცხოელების მიერ გაწეული დანახარჯის დონე, გასულ წელთან შედარებით, 36 პროცენტზე მეტით გაიზარდა.

პეკინი

ბევრმა ჩინურმა ქალაქმა დაკარგა თავისი მაღალი პოზიცია EIU-ს ინდექსში, ზოგიერთი – 10-ზე მეტი ადგილით ჩამოქვეითდა, მაგალითად პეკინი.

მართალია, EIU-ს საბუთებში მიზეზები არ სახელდება, მაგრამ ზოგიერთი წყაროს თანახმად, ეს ჩინურ ექსპორტზე მოთხოვნის შემცირებამ და დოლართან მიმართებით იუანის გაუფასურებამ გამოიწვია.

დაახლოებით ისევე, როგორც ლონდონში, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის დონე იმაზეა დამოკიდებული, თუ ქალაქის ცენტრიდან რამდენად შორს აპირებთ დასახლებას. ტუნჩჟოუს რაიონში, დედაქალაქის ცენტრიდან აღმოსავლეთით, 22 კილომეტრის დაშორებით თვეში 300 დოლარზე ოდნავ ძვირად შეიძლება ბინის დაქირავება.

მსოფლიოს სხვა იმ ძვირ ქალაქებს შორის, რომლებშიც გასული წლის განმავლობაში ცხოვრება შესამჩნევად გაიაფდა, ნიგერიის დედაქალაქი ლაგოსი, და მექსიკის მთავარი ქალაქი მეხიკოც მოხვდა.


ასევე წაიკითხეთ