აქციაზე 20-დან 25 ათასამდე ადამიანი მივიდა" />

მოსკოვში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა

აქციაზე 20-დან 25 ათასამდე ადამიანი მივიდა

ხალხი მოსკოვში მიტინგზე, მომიტინგეების გათავისუფლებას მოითხოვენ

მოსკოვში, სახაროვის გამზირზე პოლიტპატიმრების მხარდასაჭერი საპროტესტო მიტინგი ჩატარდა. სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, მასში მონაწილეობა 20-25 ათასამდე ადამინმა მიიღო. აქციის მონაწილეებმა საპროტესტო აქციებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფონდის წევრთა მიმართ სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტა, და „27 ივლისის“ საქმეზე, საპროტესტო დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო, დაპატიმრებულთა გათავისუფლება მოითხოვეს.  

REUTERS/Tatyana Makeyeva 

• ნადირობა შამანზე, რომელმაც „პუტინის განდევნის“ პირობა დადო

• რუსეთი: არჩევნები დასრულდა, ყველაზე საინტერესო რამ დაიწყო

• მოსკოვი: ჩხრეკები, დაპატიმრებები, ახალი პროტესტების წინ ოპოზიციონერების ცემა

როგორც „ნოვაია გაზეტა“  წერს, მიტინგი ხელისუფლების მიერ იყო სანქცირებული, თავდაპირველად მისი ჩატარება 28 სექტემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა მოგვიანებით მოსკოვის მერიამ ის გადადო.

რუსეთის ზოგიერთ ქალაქში პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად ცალკეული პიკეტები გაიმართა. კერძოდ, ასეთი აქციები ჩატარდა პეტერბურგსა და ფსკოვში. ულან-უდეში ადგილობრივი პროტესტების მონაწილეთა დევნის შეწყვეტის მოთხოვნით მიტინგი ჩატარდა. 

მიტინგის სცენიდან უკვე გათავისუფლებული აქტივისტები გამოვიდნენ. „თქვენი სიყვარულის, თქვენი მხარდაჭერის, გამბედაობის, სიმტკიცის წყალობით, ახლა ექვსი ადამიანი სამართალდამცავი სისტემის კლანჭებს გამოვტაცეთ. თქვენი დაცვის წყალობით,  მე ახლა აქ ვდგავარ და ამ სიტყვებს მიკროფონში ვამბობ, და არა – FSIN წერილით“, – მადლობას უხდიდა სოლიდარობისთვის შეკრებილებს ყოფილი პატიმარი ალექსეი მინიაილო.

 REUTERS/Shamil Zhumatov 

 „რამდენიმე ადამიანი გაათავისუფლეს, მაგრამ უფრო მეტი ჯერ კიდევ პატიმრობაშია. რატომ გაათავისუფლეს ისინი, ვინც გაათავისუფლეს. იმიტომ, რომ სვინდისი აქვთ? იმიტომ,რომ რცხვენიათ? იმიტომ, რომ შვილები ჰყავთ?  მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ თავიანთი რეიტინგის დაცემის ეშინიათ“, – განაცხადა სცენიდან ალექსეი ნავალნიმ.

27 ივლისის აქციის შემდეგ აღძრული საქმის შედეგად გამოძიების ქვეშ რჩება ან უკვე მიესაჯა 17 ადამიანს.  კორუფციასთან ბრძოლის ფონდის მიერ „ფულის გათეთრების“ საქმეზე ალექსეი ნავალნის ფონდების კოორდინატორებისა და მოხალისეების სახლებში მთელი ქვეყანაში მასობრივი ჩხრეკები ჩატარდა.

ივლისში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ხელისუფლებამ მუნიციპალურ არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციაზე უარი განაცხადა.

 „27 ივნისის საქმე“  —უპრეცედენტოდ სასტიკი განაჩენები დემონსტრაციების მონაწილეების მიმართ


ასევე წაიკითხეთ