პროტესტის მთავარი მიზეზი - ხელისუფლებისა და მთლიანად აფხაზური პოლიტიკური ელიტისადმი ნდობის დაბალი რეიტინგია " />

მოსაზრება: გავიხსენოთ 2014 წელი და ანალოგიური შტურმი აფხაზეთში პრეზიდენტის სასახლეზე

პროტესტის მთავარი მიზეზი - ხელისუფლებისა და მთლიანად აფხაზური პოლიტიკური ელიტისადმი ნდობის დაბალი რეიტინგია

Инал Хашиг, редактор JAMnews в Абхазии

2020 წლის 9 იანვრის მოვლენებს აფასებს პოლიტიკური მიმომხილველი და აფხაზეთში JAMnews-ის რედაქტორი, ინალ ხაშიგი.

ოპოზიციის მომხრეებმა შტურმით აიღეს პრეზიდენტის სასახლე. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა – არალეგიტიმურად გამოცხადდეს 2019 წლის სექტემბერში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები და დაინიშნოს ახალი.

 

 

ოპოზიციამ შტურმით აიღო პრეზიდენტის სასახლე. ანალოგიური მოვლენები აფხაზეთში, 2014 წლის მაისში განვითარდა. მაშინ ოპოზიციამ ასევე შტურმით აიღო პრეზიდენტის სასახლე და იმ დროს, ამ პროტესტს რაულ ხაჯიმბა ედგა სათავეში – აფხაზეთის მოქმედი პრეზიდენტი. და მაშინდელმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა ვადამდე დატოვა თანამდებობა.

ყველას დეჟავიუს განცდა აქვს. ხაჯიმბას პრეზიდენტის სავარძელში დარჩენის შანსები, თვალსა და ხელს შუა ქრება.

ეს შიდაპოლიტიკური კრიზისის მორიგი ტალღა აფხაზეთში საკმაოდ პროგნოზირებადი იყო.

ერთი მხრივ – ხელისუფლებისა და მთლიანად აფხაზური პოლიტიკური ელიტისადმი ნდობის დაბალი რეიტინგი. ეს ნათლად გამოჩნდა 2019 წლის სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, როდესაც ელექტორატმა არჩევანი ფაქტობრივად ორ „ბოროტებას“ შორის გააკეთა და შედეგად, ერთ-ერთმა „ბოროტებამ“ გაიმარჯვა.

მეორე მხრივ – მძიმე ეკონომიკური, სოციალური და რაც ყველაზე მთავარია, კრიმინოგენული სიტუაცია, რომლის გაუმჯობესების არანაირი შანსი არ ჩანს, ადრე თუ გვიან უნდა მისულიყო აფეთქებამდე. ბოლოს და ბოლოს, ეს მოხდა.

ახლანდელი პროტესტისთვის უკანასკნელი წვეთი გახდა მოქმედი პრეზიდენტის პირადი მცველის დაპატიმრება, რომელიც ეჭვმიტანილია 24 ნოემბერს, სოხუმის სანაპიროზე მომხდარ სამმაგ მკვლელობაში თანამონაწილეობაში.

შედეგად, რაულ ხაჯიმბას ზურგი აქციეს მისმა მომხრეებმაც. მაქსიმუმი, რაც მათ მოახერხეს – ეს იყო, შორიდან ეცქირათ, როგორ იღებენ სასოწარკვეთილი ადამიანები შტურმით პრეზიდენტის სასახლეს.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ