სპარსეთის ყურის ბევრი ქვეყნისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება აზერბაიჯანის ტურიზმს „კვებავს“" />

აზერბაიჯანში არაბი ტურისტების რაოდენობამ მოიმატა

სპარსეთის ყურის ბევრი ქვეყნისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება აზერბაიჯანის ტურიზმს „კვებავს“

აზერბაიჯანში ტურისტების უმრავლესობა არაბეთის ქვეყნებიდან ჩამოდის. ამის შესახებ საკუთარ ანგარიშში სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტი აცხადებს. ანგარიშის თანახმად, აზერბაიჯანში ყოველი მეხუთე ტურისტი – სპარსეთის ყურის ქვეყნის მოქალაქეა: კუვეიტის, საუდის არაბეთის, ბაჰრეინის, კატარის, ომანის, ერაყისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების. ამის ერთ-ერთი ახსნა ისაა, რომ 2016 წელს აზერბაიჯანმა სავიზო რეჟიმი გაამარტივა.

მთლიანობაში აზერბაიჯანში უცხოელების ნაკადი 2018 წლის პირველ ნახევრში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10,2%-ით გაიზარდა. 2018 წლის იანვრიდან ივნისამდე აზერბაიჯანში 1,325 მილიონი უცხოელი ჩამოვიდა მსოფლიოს 189 ქვეყნიდან.

რაც შეეხება თავად აზერბაიჯანის მაცხოვრებლებს, ისინი თავადაც უფრო ხშირად მიემგზავრებიან საზღვარგარეთ. მართალია, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 6,3%-ით გაიზარდა და 2019,8 ადამიანი შეადგინა; თანაც მათი მესამედი მეზობელ საქართველოში იმყოფებოდა.


ასევე წაიკითხეთ