არ არის ინფორმაცია იმის თაობაზე, დაკავშირებულია თუ არა მომხდარი ირანსა და აშშ-ის შორის ურთიერთობის მკვეთრ გამწვავებასთან " />

ირანში უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი 176 ადამიანი დაიღუპა

არ არის ინფორმაცია იმის თაობაზე, დაკავშირებულია თუ არა მომხდარი ირანსა და აშშ-ის შორის ურთიერთობის მკვეთრ გამწვავებასთან

8 იანვარს, გამთენიისას, კომპანია „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ირანში ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, ბოინგ-737-ის ბორტზე, ყველა ბორტზე მყოფი 176 ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ის კიევის მიმართულებით მიემართებოდა.

ჯერჯერობით არ არის ინფორმაცია იმის თაობაზე, დაკავშირებულია თუ არა მომხდარი ირანსა და აშშ-ის შორის ურთიერთობის მკვეთრ გამწვავებასთან, რომელიც მას შემდეგ გართულდა, რაც პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, გავლენიანი ირანელი გენერალი, ყასემ სოლეიმანი მოკლეს, სააგენტო Reuters-ი წერს.

∗ ინფორმაცია განახლებადია. თუ შეიძლება, განაახლეთ გვერდი უკანასკნელი ინფორმაციის მისაღებად


ასევე წაიკითხეთ