9 ნოემბრიდან თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში იმყოფება" />

თბილისელი ექიმები სოლიდარობას უცხადებენ ცხინვალში დაკავებულ ქართველ ექიმს

9 ნოემბრიდან თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში იმყოფება

რუსი სამხედროების მიერ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად დღეს თბილისში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

უკვე მეათე დღეა, თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იგი 9 ნოემბერს დააკავეს. ახალგორის სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ვაჟა გაფრინდაშვილი ცნობილი ექიმია. იგი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტია და კლინიკა „მედი ქლაბის“ წამყვანი სპეციალისტი. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ კონფლიქტის ზონაში იგი, სავარაუდოდ, ავადმყოფის დასახმარებლად ჩავიდა.

როგორ აღმოჩნდა ქართველი ექიმი ცხინვალის იზოლატორში. ინტერვიუ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლესთან

10 წელი მავთულხლართებს მიღმა. რა შეცვალა “ბორდერიზაციამ”. “საერთაშორისო ამნისტიის” ანგარიში კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ადამიანებზე

რევმატოლოგიის ცენტრი. ფოტო: დავით ფიფია 

ექიმები სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ კოლეგას და ხელისუფლებას მის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ.

ზუსტად 12 საათზე, თბილისის ყველა კლინიკის და ასევე სამედიცინო სასწავლებლის წინ თეთრ ხალათებში ჩაცმული ექიმები გამოვიდნენ და ხუთი წუთის განმავლობაში მდუმარე აქცია გამართეს.

“თავისუფლება ვაჟა ექიმს” – ეწერა სახელდახელოდ მომზადებულ ტრანსფარანტებზე.

ჰოსპიტალ დიღომი, ფოტო ქეთი ბერულავა 

კლინიკა კანვენი, ფოტო ქეთი ბერულავა 

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი, ფოტო ქეთი ბერულავა


ასევე წაიკითხეთ