საქართველოს არცერთ მოქალაქეს 12 ქვეყანაში შესვლაზე უარი არ უთხრეს " />

ევროპის რომელ ქვეყანაში მოგზაურობენ ქართველები ყველაზე ხშირად? სტატისტიკა

საქართველოს არცერთ მოქალაქეს 12 ქვეყანაში შესვლაზე უარი არ უთხრეს

შს სამინისტრომ 2018 წლის დეკემბრის სტატისტიკა გამოაქვეყნა, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია იმაზე, თუ რომელ ქვეყნებს სტუმრობენ ქართველები ყველაზე ხშირად.

29 ქვეყნიდან ქართველებისთვის 12 ქვეყანა სრულიად “უპრობლემოა”, ანუ საქართველოს არც ერთ მოქალაქეს 12 ქვეყანაში შესვლაზე უარი არ უთხრეს.

შესვლაზე ყველაზე მეტი უარი (46) საქართველოს მოქალაქეებმა იტალიისგან მიიღეს. შემდეგ მოდის კვიპროსი (35) და  ესპანეთი (33).

•  საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობენ 2017 წლის 28 მარტის შემდეგ.

•   2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, ემიგრანტთა ყველაზე დიდი ნაწილი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, საბერძნეთში და თურქეთში.

1. რუსეთის ფედერაცია – 21%

2. საბერძნეთი – 15,9%

3. თურქეთი – 11,2%

4. იტალია – 10,9%

5. გერმანია – 7,1%

6. აშშ – 5,7%

7. ესპანეთი – 4,1%

8. საფრანგეთი – 3,7%

9. უკრაინა – 3,7%

10. აზერბაიჯანი – 2%


ასევე წაიკითხეთ