როგორ ცხოვრობენ და რას ფლობენ რუსეთის სახელმწიფო კონცერნის ხელმძღვანელების ოჯახის წევრები და ახლობლები" />

„გაზპრომი“ და მისი ნათესავები

როგორ ცხოვრობენ და რას ფლობენ რუსეთის სახელმწიფო კონცერნის ხელმძღვანელების ოჯახის წევრები და ახლობლები

თვითმფრინავი Beechjet 400A. ფოტო:  skyquestinternational.com

სტატიის ორიგინალი „ნოვაია გაზეტას“ ვებგვერდზე

2014 წლის შემოდგომაზე „ვნუკოვო-3“-ში გამართულ ავიაციის გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თვითმფრინავი Beechjet 400A, რომლის ღირებულება $7 მილიონია. თვითმფრინავი ესტონეთშია დარეგისტრირებული და მას ესტონური კომპანია FortAero მართავდა.

ესტონეთის საყოფაცხოვრებო რეესტრში საბორტო რადიოსადგურების ლიცენზიების მონაცემები საყოველთაოდ ხელმისაწვდომია და იქვე მოიხსენიებიან თვითმფრინავის მფლობელები: ოფშორული ფირმა Firmon Overseas Holdings, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. ფირმას აკონტროლებდა ივან მირონოვი – „გაზპრომის“ მმართველობის წევრის, კირილ სეზნიოვის ნახევარძმა.

თვითმფრინავი Beechjet 400A-ს სალონი

ბუნებრივი აირის განაწილება

ივან მირონოვი ოლიგარქის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. ის პეტერბურგული ფირმის „ექსპოფორუმ-ინტერნეიშენალის“ დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. ეს ფირმა მართავს იმ საგამოფენო კომპლექსს, სადაც პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ტარდებოდა.

მირონოვის ნაცნობია – ტატიანა სვიტოვა – „ბანკ როსიას“ უფროსი ვიცე-პრეზიდენტის, ელენა სვიტოვას ქალიშვილი და ნატალია სვიტოვას და, რომელსაც „გაზპრომის“ კონტრაქტორებს შორის ასევე  წილები ჰქონდა.  

მირონოვისა და სვიტოვების ფირმების პარტნიორები წილებს ფლობენ „გაზპრომის“  ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ორგანიზაციებში – მთელი რუსეთის  „გორგაზებსა“ და „რაიგაზებში“, რომლებიც ბუნებრივი აირის მაგისტრალური სადენიდან საბოლოო მომხმარებლამდე ტრანსპორტირებას ეწევიან, შიდა საოჯახო  გაზმომარაგების აღჭურვილობას უზრუნველყოფენ და რეგიონული გაზმომარაგების ქსელის პროექტირებას ახდენენ. მთელ ამ ჯაჭვს ფირმა „ეპოს-კაპიტალამდე“ მივყავართ და კიდევ ორ კომპანიამდე – „პროფკაპინვესტთან“ და „ბიზნესპროფინვესტთან“ – ამ უკანასკნელს „გაზპრომის“ ბუნებრივი აირის გამანაწილებელ საწარმოებთან 47 მილიონი რუბლის კონტრაქტები ჰქონდა, ხოლო  2014 წლამდე – წილი ჰქონდა „გაზპრომის“ კიდევ ერთ კონტრაქტორთან, რომელმაც ხუთი წლის განმავლობაში 4 მილიარდი რუბლის კონტრაქტები მიიღო.    

„გაზპრომში“ ბუნებრივი აირის განაწილებასა და რეალიზაციაზე პასუხს კირილ სელეზნიოვი აგებს.  ის „გაზპრომის“ ხელმძღვანელის ალექსეი მილერის დიდი ხნის კოლეგა და ახლო ნაცნობია, ისინი ერთად მუშაობდნენ სანკტ-პეტერბურგის პორტსა და „ბალტიის მილსადენ სისტემაში“. 27 წლის ასაკში სელეზნიოვი „გზპრომში“ მილერის თანაშემწე გახდა. 1990-იანების ბოლოს ის პეტერბურგის „ჯგუფ  МИР“-ში მუშაობდა.

 

მფლობელები და პატრიოტები

“საინვესტიციო-ფინანსური ჯგუფი მენეჯმენტი. ინვესტიციები. განვითარება“. (ჯგუფი“МИР“ 20017 წელს გაჩნდა). ჯგუფის ოფისი მოსკოვის ცენტრშია განლაგებული, მაგრამ მას ფესვები პეტერბურგში აქვს. იქ 1994 წლიდან არსებობდა იმავე დასახელების ჯგუფი, რომელიც ამჟამად ლიკვიდირებულია. მოსკოვთან მას საერთო გენერალური დირექტორი და მმართველი კომპანიის თანამფლობელი აკავშირებდა – „საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის დარგთაშორისი სავექსელო სახლი“ (ВД ТЭК).

მოსკოვის „ჯგუფი МИР“-ის მფლობელები არიან ის მეწარმეები, რომლებსაც საეკლესიო სფეროში ფართო კავშირები აქვთ. ისინი დიდი მონასტრებისა და მოსკოვის სასულიერო აკადემიის  სამეურვეო საბჭოს წევრები არიან, მაგრამ „გაზპრომის“ საწარმოების თანამფლობელებს სხვა საგულისხმო კავშირებიც აქვთ – სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის დმიტრი საბლინის ჯგუფ „როტას“ საშუალებით ისინი დაკავშირებული არიან პატრიოტულ ორგანიზაციებთან და „მოძრაობა ანტიმაიდანთან“, რომლებიც  რუსეთში 2015 წელს  „მეხუთე კოლონისა“ და „ფერადი რევოლუციებისთვის“ წინააღმდეგობის გასაწევად  შეიქმნა.

უძრავი ქონება

„გაზპრომის“ მმართველობის თავმჯდომარის მოადგილე ანდრეი კრუგლოვი ფლობს კომპანიებს, რომლებიც მოსკოვის უძრავი ქონების ბიზნესით არის დაკავებული და საფინანსო-სამეწარმეო კორპორაცია „გარანტ-ინვესტთან“ არის კავშირში.  

მოსკოვში „გარანტ-ინვესტს“-ს რამდენიმე სავაჭრო-საქმიანი ცენტრი აქვს. ჯგუფში ასევე შედის ბანკი „გარანტ-ინვესტი“.

ბანკის მინორიტარული თანამფლობელები – ირინა ბირიუკოვა და ეკატერინა ბირიუკოვა არიან. პირველს საყოფაცხოვრებო-კომუნალური მეურნეობის დარგში მოსკოვის მერის მოადგილის, პიოტრ ბირიუკოვის ქალიშვილს უწოდებენ.

ბირიუკოვი მოსკოვის ქუჩების კეთილმოწყობის გეგმაზე აგებს პასუხს. РБК-მ დაადგინა, რომ ბირიუკოვის ქალიშვილი – ირინა და ეკატერინა ბირიუკოვა – ასევე ირიცხებიან იმ ფირმის დამფუძნებელთა შორის, რომელიც ბირიუკოვისთვის დაქვემდებარებულ ქალაქის საწარმოებს სატვირთოებს იჯარით გადასცემდა.

გარდა ამისა, ირინა და ეკატერინა ბირიუკოვები ფლობდნენ ფირმას, რომლის საკუთრებაშიც იყო  „გაზპრომის“ კონტრაქტორი – „უგრეშსკის მილსადენი არმატურის ქარხანა“. სამი წლის განმავლობაში მან 1,75 მილიარდი რუბლის კონტრაქტები მიიღო. უგრეშსკის ქარხანა ასევე აწვდიდა პროდუქციას „მოსგაზს“ და „მოსვოდკანალს“, რომელთა დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაშიც ბირიუკოვი იყო. 2015 წლიდან ქარხანამ მასთან 617,7 მილიონი რუბლის კონტრაქტი დადო.

არტურ ტრინოგა, რუსეთის მთავრობის მეთაურის  სამდივნოს ხელმძღვანელის ვაჟი „გზპრომ ტეპლოენერგოს“ 2017 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს. ბაზრებისა და კომპანიების პროფესიული ანალიზის სისტემის მონაცემებით, ის მოსკოვის „თანამედროვე სტომატოლოგიის ცენტრის“ თანამფლობელია. ტრინოგოვთან ერთად ცენტრს ფლობს „გაზპრომ ენერგოჰოლდინგის“ ხელმძღვანელი დენის ფიოდოროვი.  

ძველი გაზპრომელები

„გაზპრომთან“ დაკავშირებული კომპანიების წილებს რემ ვახირევის დროინდელი გაზპრომის ხელმძღვანელობაც ფლობდა.

„გაზპრომის“ ყოფილი ხელმძღვანელის, რემ ვახირევის ქალიშვილი – ტატიანა დედიკოვა და ყოფილი პრემიერის ვიქტორ ჩერნომირდინის ვაჟი – ვიტალი იმ ფირმის თანამფლობელები იყვნენ, რომელსაც 2003 წლამდე კომპანია „რესურს- МРГ“-ს 24% ეკუთვნოდა და მთელ რუსეთში, სულ ცოტა, 37 „მეჟრეგიონგაზის“ საწარმოში ჰქონდა წილები.

„ტრანსპერენსი ინტერნეიშენალ-როსიას“ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ  „გაზპრომის“ ხელმძღვანელობას ისედაც დიდი კომპენსაციები და ჯილდოები აქვს და თუ იგივე სფეროსთან მათი ნათესავებიც იკვეთებიან, საჭიროა შესწავლა, არსებობს თუ არა იქ ტოპ-მენეჯერების პირადი დაინტერესება – კანონზომიერია დაისვას კითხვა: ხომ არ ახდენს გავლენას პირადი კავშირები ბუნებრივი აირის კონცერნის ფინანსურ მაჩვენებლებზე?

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ