სუფთა ჰაერი მხოლოდ სანაპიროსთან მდებარე დასახლებებსა და ქალაქიდან ჩრდილოეთითაა " />

ბაქოში ჰაერის ხარისხი გაზომეს – ცუდი ან ძალიან ცუდი

სუფთა ჰაერი მხოლოდ სანაპიროსთან მდებარე დასახლებებსა და ქალაქიდან ჩრდილოეთითაა

ბაქოს სხვადასხვა რაიონში ჰაერი ან ცუდია, ან ძალიან ცუდი. ეს აჩვენა კვლევამ, რომელიც ხაზარის უნივერსიტეტის ბაზაზე, ცოტა ხნის წინ გახსნილმა ჰაერის ხარისხის ლაბორატორიამ ჩაატარა. შეფასებისთვის ჰაერის ხარისხის ევროპული ინდექსი გამოიყენეს.

ევროპული ჰაერის ხარისხის ინდექსი აფასებს ჰაერში ადამიანისთვის მავნე ნივთიერებების შემცველობას – მიწისპირა ოზონი, აზოტის დიოქსიდი, მძიმე მასალების ნალექები და გოგირდის დიოქსიდი. ინდექსის ღირებულება მერყეობს ძალიან კარგიდან (1) ძალიან ცუდამდე (5).

აქ ნაჩვენებია ამ ინდექსის მნიშვნელობები ევროპის ქვეყნებისთვის. ღია მწვანით აღნიშნულია ჰაერის ძალიან კარგი ხარისხი, წითლად კი – ძალიან ცუდი. აზერბაიჯანის შესახებ მონაცემები არ არსებობს. 

ჰაერის ხარისხის ლაბორატორიამ სინჯები ბაქოს 14 რაიონში აიღო. სუფთა ჰაერი აღმოჩნდა აფშერონის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, ბუზოვნასა და მარდაკიანის დასახლებებში. ყველა დანარჩენ ადგილას, მათ შორის ქალაქის ცენტრალურ რაიონებში, ინდექსის შეფასების მაჩვენებელი 4-სა და 5-ს შორის მერყეობს.

ლაბორატორიაში ამას იმით ხსნიან, რომ აზერბაიჯანში ძალიან ბევრი ავტომობილია – 10 მილიონ მოსახლეზე 1 მილიონ 200 000. 1990 წელს ავტომობილების რიცხვი მხოლოდ 22 ათასს შეადგენდა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ