ბუში და ობამა პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკით გამოვიდნენ" />

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები დუმილის აღთქმას არღვევენ

ბუში და ობამა პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკით გამოვიდნენ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები ბუში და ობამა მოქმედი პრეზიდენტის, ტრამპის მიმართ მკვეთრი კრიტიკით გამოვიდნენ, რითაც დაარღვიეს ის დუმილის აღთქმა, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტები, ტრადიციულად, თავიანთი შემცვლელების მიმართ ინარჩუნებენ ხოლმე.

ბუშსა და ობამას ტრამპის გვარი არ დაუსახელებიათ, თუმცა იმის მიხვედრა, თუ ვისი მისამართით ითქვა მათი სიტყვები, ძნელი მისახვედრი არ იყო.

 

ნიუ-იორკში გამოსვლისას ჯორჯ ბუშმა მკვეთრად დაგმო ვაჭრობაში არსებული ნაციონალიზმი, პოპულიზმი და პროტექციონიზმი, ასევე წუხილი გამოხატა იმის გამო, რომ პოლიტიკა „შეთქმულების თეორიის“ მსხვერპლი გახდა. ბუშმა ასევე ხაზი გაუსვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში „დაშინებისა და ცრურწმენების“ საფრთხეს.

фото: REUTERS/Lucy Nicholson

 

ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ტრამპის სტილში გაკეთებული პოლიტიკური განცხადებების ტონი და შინაარსი საშიშია. მან ეს მას შედეგ გააკეთა, რაც ბოლო კვირების განმავლობაში ტრამპი აქტიურად ცდილობდა მისი მიღწევების – ირანთან ბირთვული შეთანხმებისა და საყოველთაო დაზღვევის სისტემის მოშლას – „ჩვენ გვეგონა, რომ ამგვარი პოლიტიკა დავიწყებას მიეცა, – თქვა ობამამ, – ეს 50 წლის წინანდელი მეთოდებია – არა 21-ე საუკუნის, არამედ მე-19 საუკუნის“.

фото: REUTERS/Jonathan Ernst

ასევე წაიკითხეთ