ამისთვის დონალდ ტრამპი მსოფლიო ლიდერების სამიტს იწვევს " />

აშშ-ის პრეზიდენტი გაეროს რეფორმების ჩატარებისკენ მოუწოდებს

ამისთვის დონალდ ტრამპი მსოფლიო ლიდერების სამიტს იწვევს

REUTERS/Yuri Gripas

„აუცილებლად უნდა მოხდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეფქტურად და მიზანმიმართულად რეფორმირება“, – აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიოს ლიდერებს ამგვარი მოწოდების მქონე პეტიციის ხელმოწერისკენ მოუწოდებს.   

ტრამპი არაერთხელ გამოსულა, მისი აზრით, ზედმეტად დიდი ხარჯების წინააღმდეგ, რომლის გაღებაც შეერთებულ შტატებს უწევს – ვაშინგტონი გაეროს რეგულარული ბიუჯეტის თითქმის მეოთხედს ფარავს და დაახლოებით ამდენივეს იხდის მის სამშვიდობო ოეპერაციებში.  

საერთო ჯამში, აშშ  გაეროსა და მის პროგრამებზე  ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიარდ დოლარს ხარჯავს.

იმის შესახებ, რომ აშშ ხარჯების თანდათან შემცირებას აპირებს, გაეროში ამერიკის მუდმივი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი ლაპარაკობდა. მან განაცხადა, რომ აპირებს, მიაღწიოს ყველა მიმდინარე სამშვიდობო მისიის რეფორმირებას, რათა მათი ეფექტიანობა ამაღლდეს და ხარჯები შემცირდეს.

გაეროს „ცისფერი ჩაფხუტები“ ახლა მთელი მსოფლიოს 16 ცხელ წერტილში იმყოფებიან. კონტიგენტი, გარდა სხვა ადგილებისა, დაბანაკებულია ახლო აღმოსავლეთში, ინდოეთსა და პაკისტანში, მთელ რიგ აფრიკულ ქვეყნებში, ასევე კოსოვოსა და სერბეთში.

რეფორმების განსახილველად აშშ-ის პრეზიდენტი აპირებს, რომ დღეს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე ჩამოსული  მსოფლიო ლიდერების სამიტი შეკრიბოს. სავარაუდოდ, მასში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ხელმძღვანელები ვლადიმირ პუტინის გარდა, რომელიც რუსეთის ლენინგრადის ოლქში სამხედრო წვრთნებს აკვირდება.


ასევე წაიკითხეთ