მათი უმრავლესობა - გენეტიკურია " />

არსებობს სომხეთისთვის დამხასიათებელი 90 იშვიათი დაავადება

მათი უმრავლესობა - გენეტიკურია

ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა დაადგინეს 90-ზე მეტი იშვიათი დაავადება, რომელიც სომხეთში გვხვდება. ამგვარი სიებს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადგენენ სხვადასხვა ქვეყანაში.

სხვადასხვა რეგიონში იშვიათად მიჩნეულია სხვადასხვა დაავადება. ევროპის ქვეყნებში იშვიათად მიჩნეულია ის დაავადებები, რომლებიც 2000 მოსახლიდან ერთის შემთხვევაში გვხვდება, აშშ-ში – 1500-დან ერთ შემთხვევაში.

იშვიათ დაავადებათა 80% მემკვიდრეობით გადაეცემა. ეს არის ნერვულ-კუნთოვანი სისტემის დაავადებები, ქრომოსომული ავადმყოფობები, ასევე ნივთიერებათა ცვლის, ონკოლოგიური, სისხლის იშვიათი დაავადებები. სომხეთში ყველაზე გავრცელებულია პერიოდული დაავადება, რომელსაც ერევნის ავადმყოფობასაც უწოდებენ. იშვიათი დაავადებები შეიძლება ჯანმრთელობისთვის  საშიში იყოს.

„რესპუბლიკის გენეტიკის სამედიცინო ცენტრის“ ხელმძღვანელის ალბერტ მატევოსიანის თქმით, იშვიათი დაავადებების სამკურნალოდ აუცილებელია არსებობდეს „ეროვნული პროგრამა და კანონმდებლობა, საჭიროა საექსპერტო ცენტრების დაარსება და სპეციალისტების მომზადება“.

მსოფლიოში არსებობს დაახლოებით 5-7 ამგვარი დაავადება, რომელთა ნაწილი მიჩნეულია ეგზოტიკურად.


ასევე წაიკითხეთ