ხელფასის ზრდის ტემპი ფასების ზრდის ტემპს ჩამორჩება" />

აზერბაიჯანში საშუალო ხელფასი თითქმის 7 პროცენტით გაიზარდა

ხელფასის ზრდის ტემპი ფასების ზრდის ტემპს ჩამორჩება

აზერბაიჯანში საშუალო ნომინალური თვიური ანაზღაურება 2017 წლის 1 იანვრისთვის 498,6 მანათს ($288 მიმდინარე კურსით) შეადგენს, რაც 6,9% -ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს, იტყობინებიან სახემწიფო კომიტეტში.

 

სახელფასო ანაზღაურების ყველაზე მაღალი ოდენობა აღენიშნებათ მომპოვებელი სფეროს, საფინანსო-სადაზღვევო საქმიანობის, ინფორმაციისა და კავშირგაბმულობის, პროფესიონალური  სამეცნიერო და ტექნიკური სფეროსა და სამშენებლო დარგის მუშაკებს

სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, აზერბაიჯანის ეკონომიკის სფეროში დასაქმებული დაქირავებული მუშაკების საერთო რიცხვი, 2017 წლის 1 იანვრისთვის 1 მილიონ  514 ათას ადამიანს შეადგენს. მათ შორის, 889,9 ათასი ადამიანი ეკონომიკის სახელმწიფო სექტორში მუშაობს, 624,1 ათასი კი – კერძო სექტორში.

შედარებისთვის: ეროვნული ვალუტის მანათის კურსი, დოლართან მიმართებაში, ბოლო წლისა და ორი თვის განმავლობაში  (1.0491,  1.7301-ის საპირისპიროდ) 64%-ით დაეცა.

 


ასევე წაიკითხეთ