ადგილობრივი წარმოების მანქანები მხოლოდ მამაკაც მოლებს შეხვდა, არადა ქვეყანაში ქალი მოლებიც არიან " />

აზერბაიჯანელ მოლებს ავტომობილები აჩუქეს

ადგილობრივი წარმოების მანქანები მხოლოდ მამაკაც მოლებს შეხვდა, არადა ქვეყანაში ქალი მოლებიც არიან

თოთხმეტმა მოლამ სახელმწიფოსგან საჩუქრად ადგილობრივი მარკის „Khazar SD“-ის ავტომობილები მიიღო. კიდევ შვიდ მათგანს ასეთივე საჩუქარი ნოემბერში ელოდება. რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის საიად არანის თქმით, საჩუქარი ავტორიტეტულმა და პატივცემულმა რელიგიურმა მოღვაწეებმა მიიღეს, და ეს ნაბიჯი სწორედ ამით აიხსნება.

თუმცა, როგორც კულტურულ ფასეულობათა პროპაგანდის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მეჰმან ისმაილოვი იუწყება, მანქანები რელიგიური თემების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისთვისაა განკუთვნილი, ანუ ეს არა პირადად მათთვის გადაცემული საჩუქარია, არამედ ის მუშაობაში მათ დასახმარებლად არის გამიზნული.

ავტომობილების გასაღებები მხოლოდ მამაკაცებს ერგოთ, თუმცა ქვეყანაში ქალი მოლებიც არიან. მაგრამ არანის მტკიცებით, ოფიციალური სტატუსი ცოტა მათგანს აქვს.

ადრე ასეთი რამ ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში , აზერბაიჯანის ჩრიდლო-დასავლეთით უკვე მოხდა – ოთხმა იქაურმა მოლამ „NAZ Lifan 330″-ის მარკის ავტომობილები საჩუქრად მიიღო.

საზოგადოებაში ამ შემთხვევამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

მაგალითად, ექსპერტი-ეკონომისტი ნატიკ ჯაფარლი ამბობს, რომ სახელმწიფოს ამგვარი ხელგაშლილობა არამხოლოდ ეთიკურ ნორმებს არღვევს, არამედ – სახელმწიფოს რელიგიისგან განცალკევების პრინციპსაც. მეტიც, ეკონომისტის აზრით, ამ ყველაფერში აზერბაიჯანისთვის დიდი საფრთხე იმალება, რადგან მორწმუნე ადამიანებმა, რომლებიც რელიგიური მოღვაწეების სახელმწიფოსთან სიახლოვეს ხედავენ, შესაძლოა, მათდამი ნდობა დაკარგონ, დაშორდნენ მათ და სულიერი წინამძღვრების ძებნა სხვა ქვეყნებში დაიწყონ.

მას არ ეთანხმება თეოლოგი და ჟურნალისტი რასულ მირჰაშიმლი. მისი აზრით, ამგვარ საჩუქარს თან არანაირი პრობლემა არ ახლავს: „ეს რელიგიური მოღვაწეები ისევ ისე გააგრძელებენ მუშაობას, როგორც – საჩუქრის მიღებამდე“.


ასევე წაიკითხეთ