ცარუკიანი 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას" />

სომხეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესმენი პოლიტიკაში ბრუნდება

ცარუკიანი 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

პარტია „აყვავებული სომხეთის“ ყოფილმა ლიდერმა გაგიკ ცარუკიანმა განაცხადა, რომ  პოლიტიკური საქმიანობის თავიდან წამოწყებას აპირებს,  2017 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და მსხვილ ოპოზიციურ ბლოკს შექმნის.

ცარუკიანის თქმით, ის თავს შეიკავებდა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისგან, თუკი დაინახავდა და დარწმუნდებოდა, რომ სომხეთი სწორ გზას ადგას, ეკონომიკა ვითარდება, მოსახლეობის კეთილდღეობის დონე კი იზრდება.

თუმცა, ემიგრაციის მაღალი დონის, სუსტი და არაჯანსაღი ეკონომიკის, სიღარიბის მიდმივი ზრდისა და ადამიანების მომავლისადმი უიმედო განწყობის გამო, ის იძულებული გახდა, პოლიტიკან წასვლის გადაწყვეტილებისთვის გადაეხედა.

„ეს ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა – ჩემი ჯვარია, რომელიც ბოლომდე უნდა ვზიდო სომხეთისა და სომეხი ხალხისთვის“, – განაცხადა სომხეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მეწარმემ.

გაგიკ ცარუკიანი პოლიტიკიდან 2015 წელს წავიდა სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან უთანხმოების გამო. მათ შორის ურთიერთობა 2015 წლის თებერვალში გამწვავდა. ქვეყნის პრეზიდენტმა ცარუკიანის საქმიანობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ბიზნესმენი ქვეყნისთვის „ბოროტებად“ იქცა. მარტის დასაწყისში ცარუკიანმა პარტია  „აყვავებული სომხეთის“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით მასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობა მოგვარდა.

ამიტომ, ცარუკიანის დაბრუნება არაერთგვაროვნად აღიქმება და პოლიტიკურ ანალიტიკოსებს იმ ვარაუდის დაშვების საფუძველს აძლევს, რომ ხელისუფლება მის „ჯიბის ოპოზიციად“ გამოყენებას აპირებს.


ასევე წაიკითხეთ