კორონავირუსი რუსეთში: 59 ინფიცირებული, მაგრამ საეჭვოდ გაზრდილი პნევმონიის რაოდენობა
14 მარტს, რუსეთში, კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახლა, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებული 59 ადამიანია, ამის შესახებ „ნოვაია გაზეტა“ კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლისა და კონტროლისთვის შექმნილ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.
კორონავირუსის პანდემიის გამო, რუსეთმა ნორვეგიასა და პოლონეთთან საზღვარი ჩაკეტა.
ცხრა ახალი შემთხვევა მოსკოვში გამოვლინდა, თითო-თითო პოდმოსკოვიეში, სანკტ-პეტერბურგსა და კალინინგრადის ოლქში, კიდევ ორი კი კემეროვოს ოლქში. თოთხმეტივე ადამიანი, ბოლო პერიოდის განმავლობაში მოგზაურობდა ისეთ ქვეყანაში, სადაც კორონავირუსია გავრცელებული: იტალიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, გერმანიაში, ესპანეთში, პოლონეთსა და შვეიცარიაში.
ამავე დროს, სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, მოსკოვში, 2020 წლის იანვარში, 2019 წლის იანვართან შედარებით, პნევმონიით დაავადებულთა რიცხვი 37 პროცენტით გაიზარდა, ამის შესახებ ტელეარხი „დოჟდი“ იტყობინება. პნევმონია კორონავირუსის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გართულებული ფორმაა.
დედაქალაქში, ინფიცირებულთა შორის – სამი არასრულწლოვანია, 10 მარტიდან მათი კლასები კარანტინზე დაიკეტა.
მოსკოვსა და პოდმოსკოვიეში კერძო სკოლებმა სწავლების შეჩერების შესახებ განაცხადეს, სახელმწიფო სკოლები კი თავისუფალი დასწრების წინადადებით გამოვიდნენ – მშობლის შეხედულების მიხედვით.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ რუსეთში აუცილებელია დაწესდეს ორკვირიანი კარანტინი რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის და მოუწოდა რუსებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ მოგზაურობისაგან.
• კორონავირუსი: გამოცხადდაპანდემია. რასნიშნავს ეს და რას უნდა ველოდოთ
• 2-წუთიანივიდეოიმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი კორონავირუსისგან
• ყველაფერიკორონავირუსის შესახებ
• კორონავირუსი: არავითარიხელისჩამორთმევა, მისალმება იდაყვებითა და ფეხსაცმლებით. ვიდეო