წერეთლის გამზირზე მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის აკლდამებია აღმოჩენილი - მერია
წერეთელის გამზირზე მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის აკლდამებია აღმოჩენილი
თბილისის მერიის ინფორმაციით, აკაკი წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეცხრამეტე ან მეოცე საუკუნის პერიოდის რამდენიმე აკლდამაა აღმოჩენილი.
როგორც მერიაში განმარტავენ, აღმოჩენის შესახებ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა აცნობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. ამჟამად, აკლდამებს სპეციალისტები იკვლევენ.
● აფხაზეთში არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი სარკოფაგი გახსნეს
● სუფისტური მავზოლეუმი აზერბაიჯანში: მთავარია, გველებისგან შორს დაიჭიროთ თავი
● ცხინვალში ფიჭური კომპანიის ხელმძღვანელს “განძის მოძიების მიზნით უკანონო გათხრებში” ადანაშაულებენ
არქეოლოგ მერაბ ძნელაძის თქმით, დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამარხების რაოდენობა 12-მდეა.
“უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად დაზიანებულია ძველი საკომუნიკაციო ქსელების გაყვანილობის გამო. ამჟამად, მიმდინარეობს მათი დეტალური შესწავლა და დამატებით ინფორმაციას ახლო მომავალში გაგაცნობთ”, – განაცხადა მერაბ ძნელაძემ.
მერიის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე აღმოჩენილი აკლდამების კვლევა უახლოეს მომავალში დასრულდება.
ეკა ბედიანაშვილის ვიდეო