უცხოეთში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს 5 რეისით ჩამოიყვანენ
თბილისში დაბრუნებულ ყველა მგზავრს 2-კვირიან კარანტინში გადაიყვანენ
უცხოეთში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს 5 ჩარტერული რეისით ჩამოიყვანენ.
განრიგი ასეთია:
- 26 მარტი: თბილისი-ვენა-თბილისი
- 31 მარტი: თბილისი-ამსტერდამი-თბილისი
- 3 აპრილი: თბილისი-ვარშავა-თბილისი
- 7 აპრილი: თბილისი-ათენი-თბილისი
- 10 აპრილი: ლარნაკა-თბილისი
ბილეთები რეისამდე რამდენიმე დღით ადრე გაიყიდება.
რეისებს აირზენა შეასრულებს. სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დადებული შეთანხმებით, ბილეთის ფასი 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- მარნეული და ბოლნისი დაიკეტა
- მარნეული ეპიდაფეთქების მოლოდინში. რა ხდება დახურულ ქალაქში
საქართველოში ჩამოსულ ყველა მგზავრს 14 დღით კარანტინში გადაიყვანენ.
25 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების 73 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.
ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე გარდაიცვალა.
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კი კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა.