ქართულ-ოსური კონფლიქტი

სამხრეთ ოსეთი საქართველოს ავტონომიური რეგიონი იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში.

საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის თანამედროვე ისტორია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო. სამხრეთ ოსეთს სურდა დამოუკიდებლობა, საქართველომ კი საპასუხოდ საერთოდ გააუქმა ავტონომიური რეგიონის სტატუსი და სამხრეთ ოსეთი შიდა ქართლის რეგიონში შეიყვანა.

პირველი შეიარაღებული წინააღმდეგობა და პირველი მსხვერპლი დაფიქსირდა ნოემბერ-დეკემბერში 1989 წელს. აქტიური საომარი მოქმედებები კი მოხდა 1991-1992 წლებში და დასრულდა 1992 წელს დაგომის შეთანხმების ხელმოწერით, რაც მხარეებს ცეცხლის შეწყვეტას და შეიარაღებული ფორმირებების კონფლიქტის ზონიდან გაყვანას ავალდებულებდა. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან თავისი სამხედრო ნაწილების გაყვანა რუსეთის ფედერაციასაც დაევალა.

შეიარაღებული დაპირისპირების დროს, სხვადასხვა მონაცემებით, გარდაიცვალა 10 ათასამდე ადამიანი ყველა მხრიდან, ხოლო 100 ათასამდე ადამიანმა საკუთარი საცხოვრებელი დატოვა როგორც დევნილმა და იძულებით გადაადგილებულმა პირმა.

სამშვიდობო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი “ერთობლივ საკონტროლო კომისიას” და სამმხრივ “ერთობლივ სამშვიდობო ძალებს” დაევალა. ამ უკანასკნელს, რომელიც  ქართული, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ბატალიონებისგან შედგებოდა, რუსი სამხედროები მეთაურობდნენ.

საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი 2008 წლის აგვისტომდე განიხილებოდა, როგორც “გაყინული” კონფლიქტი.

2008 წლის რუსეთსა და საქართველოს შორის 5 დღიანი ომის შემდეგ რუსეთმა სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარა. დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვსა და თბილისს შორის კი შეწყდა.

სამხრეთ ოსეთი აგრძელებს ცხოვრებას როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც მხოლოდ რუსეთმა და კიდევ რამდენიმე “მესამე მსოფლიოს” ქვეყანამ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი კი მას აღიარებს, როგორც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს.

დაგომის ხელშეკრულებამ პრაქტიკულად ძალა დაკარბა 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარების შემდეგ.

ფოტო გიორგი ცაგარელის არქივიდან თავად ავტორმა მოგვაწოდა

კარასინის თქმით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ჩინეთმა და ინდოეთმა ოსეთი და აფხაზეთი აღიარონ

კარასინი: "ტერიტორიების აღიარებაზე, საპირისპირო ზეწოლას ახდენს ამერიკის შეერთებული შტატები"

დმიტრი მედვედევი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთებას არ გამორიცხავს

"აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა ძველებურად პოპულარულია"

„სააკაშვილს უნდოდა აფხაზეთიდან დაწყება“ – მოსაზრება სოხუმიდან 2008 წლის აგვისტოს ომზე

ხედი აფხაზეთიდან სამხრეთ ოსეთის ირგვლივ რუსეთ-საქართველოს ომის წინარე მოვლენებზე

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია მიიღო

საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით

თბილისის ანტირუსულმა აქციებმა სოხუმსა და ცხინვალში „მეორე ფრონტის“ შიში გააჩინა. ხელისუფლების რეაქცია

რატომ ალაპარაკდა სოხუმი და ცხინვალი „მეორე ფრონტის“ საფრთხეზე

მარია ზახაროვა: რუსეთი საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სავალდებულო შეთანხმებას მოითხოვს

"რუსეთი ცხინვალთან და აფხაზეთთან ურთიერთობებით არის დაინტერესებული"

ჰააგის სასამართლოს გამოძიება აგვისტოს ომზე

ჰააგის სასამართლომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიება დაასრულა. რას ნიშნავს ეს? შეფასებები

ჰააგის სასამართლოს არც ერთი ქართველი სამხედრო არ დაუდანაშაულებია ადამიანურობისა და ომის დანაშაულების კონტექსტში

თრუსოს ხეობის ოსური სოფლები

ნასოფლარების მხარე. რეპორტაჟი თრუსოდან, სადაც ოდესღაც ერთად ცხოვრობდნენ ქართველები და ოსები

აქაურობა ისტორიული ფილმის დეკორაციას ჰგავს - ქვით ნაგები შუასაუკუნოვანი ციხე-კოშკებები, ერთნავიანი ბაზილიკები, ერთსართულიანი ქვის სახლები და გალავნები

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა