ქართულ-ოსური კონფლიქტი

სამხრეთ ოსეთი საქართველოს ავტონომიური რეგიონი იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში.

საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის თანამედროვე ისტორია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო. სამხრეთ ოსეთს სურდა დამოუკიდებლობა, საქართველომ კი საპასუხოდ საერთოდ გააუქმა ავტონომიური რეგიონის სტატუსი და სამხრეთ ოსეთი შიდა ქართლის რეგიონში შეიყვანა.

პირველი შეიარაღებული წინააღმდეგობა და პირველი მსხვერპლი დაფიქსირდა ნოემბერ-დეკემბერში 1989 წელს. აქტიური საომარი მოქმედებები კი მოხდა 1991-1992 წლებში და დასრულდა 1992 წელს დაგომის შეთანხმების ხელმოწერით, რაც მხარეებს ცეცხლის შეწყვეტას და შეიარაღებული ფორმირებების კონფლიქტის ზონიდან გაყვანას ავალდებულებდა. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან თავისი სამხედრო ნაწილების გაყვანა რუსეთის ფედერაციასაც დაევალა.

შეიარაღებული დაპირისპირების დროს, სხვადასხვა მონაცემებით, გარდაიცვალა 10 ათასამდე ადამიანი ყველა მხრიდან, ხოლო 100 ათასამდე ადამიანმა საკუთარი საცხოვრებელი დატოვა როგორც დევნილმა და იძულებით გადაადგილებულმა პირმა.

სამშვიდობო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი “ერთობლივ საკონტროლო კომისიას” და სამმხრივ “ერთობლივ სამშვიდობო ძალებს” დაევალა. ამ უკანასკნელს, რომელიც  ქართული, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ბატალიონებისგან შედგებოდა, რუსი სამხედროები მეთაურობდნენ.

საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი 2008 წლის აგვისტომდე განიხილებოდა, როგორც “გაყინული” კონფლიქტი.

2008 წლის რუსეთსა და საქართველოს შორის 5 დღიანი ომის შემდეგ რუსეთმა სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარა. დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვსა და თბილისს შორის კი შეწყდა.

სამხრეთ ოსეთი აგრძელებს ცხოვრებას როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც მხოლოდ რუსეთმა და კიდევ რამდენიმე “მესამე მსოფლიოს” ქვეყანამ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი კი მას აღიარებს, როგორც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს.

დაგომის ხელშეკრულებამ პრაქტიკულად ძალა დაკარბა 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარების შემდეგ.

ფოტო გიორგი ცაგარელის არქივიდან თავად ავტორმა მოგვაწოდა

ჟენევის დისკუსიები: მოსკოვი თბილისს ოკუპირებული ტერიტორიების რეჟიმებთან საზღვრების "დელიმიტაციისკენ" მოუწოდებს

"აღნიშნული ამოცანების აქტუალურობა განპირობებულია ოფიციალური თბილისის აღიარებით"

photo icon video icon

როგორ იყენებს “ქართული ოცნება” ტერიტორიული მთლიანობის თემას წინასაარჩევნოდ

ხელისუფლებაში ყოფნის 12-წლიან ისტორიაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნოდ ამ თემის გამოყენება დაიწყო

მარია ზახაროვა: მოსკოვი მზადაა, თბილისს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, როგორც სახელმწიფოებთან, დიალოგში დაეხმაროს

"სოხუმი და ცხინვალიც მზად არიან გადაფურცლონ ტრაგიკული ფურცელი საქართველოსთან ურთიერთობის ისტორიაში"

ქართველმა მოჭიდავეებმა მონაწილეობა მიიღეს ტურნირში, სადაც ოკუპირებული რეგიონები ცალკე მონაწილეობდნენ

ჭიდაობის ფედერაციაში ამბობენ, რომ სპორტსმენების მონაწილეობის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ

"აქეთა მხარეს ჩვენ ყოველთვის გულგახსნილი შეგხვდებით" - პრემიერმა გაეროში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართა

კობახიძეს გამოსვლაში ისევ არ უხსენებია რუსეთი

კომენტარი: "ქართულ ოცნებას“ არ ადარდებს კონფლიქტის მოგვარება, მათ უნდათ, გარეცხონ და გაასუფთაონ რუსეთის სახე

როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, ივანიშვილი მთლიანად „მოაჯდა“ რუსულ ნარატივს

"მხოლოდ ბოდიშის მოხდა არ არის საკმარისი" - როგორ რეაგირებს ცხივნალი ივანიშვილის განცხადებაზე

ისინი ი თვლიან, რომ საქართველომ რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რეალური ზომები ჯერ არ მიუღია

"ისტორიის, ქვეყნის, სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი" - პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას აფასებენ

"ივანიშვილმა სცადა, ღირსება აეყარა ჩვენი ქვეყნისთვის"

photo icon

"ნაციონალური მოძრაობის" გასამართლება, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა, ტერიტორიული მთლიანობა - რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა

ივანიშვილის გამოსვლა თითქმის ანალოგიური იყო იმ განცხადების, რაც ოცნების პოლიტსაბჭომ 20 აგვისტოს გამოაქვეყნა

"ჩვენ გვაქვს აფხაზეთში რუსული პასპორტიზაციის საწინააღმდეგო იარაღი, მაგრამ არ ვიყენებთ“ - სალომე ზურაბიშვილი

აფხაზეთის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს პრესკონფერენციაზე JAMnews-მა დაუსვა კითხვა

რა როლი ჰქონდა ერგნეთის ბაზრობას კონფლიქტის შედეგების აღმოფხვრის პროცესში და რა შეიძლება იყოს მისი ალტერნატივა

"პრაქტიკულად, ერგნეთის ბაზრობა რომ გაგრძელებულიყო და არ დახურულიყო, დღეს კონფლიქტი მოგვარებული იქნებოდა“

ამიერკავკასიის რკინიგზის გახსნა: ცხინვალი უკმაყოფილოა, რომ რუსეთი და საქართველო ამას "ცალკე" განიხილავენ

ოპოზიცია ხელისუფლებას დუმილის გამო აკრიტიკებს

„კონფლიქტის მოგვარებას ხალხთა შორის ურთიერთობა სჭირდება“. რატომ არის მნიშვნელოვანი ქართულ-ოსური ეკონომიკური თანამშრომლობა

რა ეკონომიკური მიმართულებებით შეიძლება ითანამშრომლონ ოსებმა და ქართველებმა

"საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა დაკავებების უკანონო პრაქტიკა" - ომბუდსმენის ანგარიში

"განსაკუთრებით საგანგაშო იყო საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა"

სოფელი კოდა. შიდა ქართლი
photo icon

„ჩვენ არაფერი გვქონდა გასაყოფი. რუსი რომ ჩაერია, ყველაფერი მაშინ აირია“. რას ფიქრობენ შიდა ქართლში ოსებთან თანაცხოვრებაზე

როგორ წარმოუდგენიათ ოსებისთვის ქონების დაბრუნება და მათთან თანაცხოვრება კონფლიქტის ზონის პირას მდებარე სოფლებში

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა