ქართულ-აფხაზური კონფლიქტი

ქართულ-აფხაზური კონფლიქტი

აფხაზეთი საბჭოთა პერიოდში საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკა იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აფხაზეთი ცდილობდა დამოუკიდებელი ქვეყანა გამხდარიყო; თბილისი კი ამტკიცებდა, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკაა.

კონფლიქტი ომში გადაიზარდა, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს დასრულდა ქართული შეიარაღებული ძალების დამარცხებით. სხვადასხვა წყაროების თანახმად, გარდაიცვალა 13 ათასზე მეტი ადამიანი, დაახლოებით 300 ათასი ადამიანს კი დევნილისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი მიენიჭა. მათი უმეტესობა ეთნიკური ქართველია და ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ უკან დაბრუნებას.

1994 წელს მხარეებმა მოსკოვში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის დახმარებით ხელი მოაწერეს “ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა განცალკევების” შესახებ ხელშეკრულებას. ამ შეთანხმების ფართომასშტაბიანი დარღვევები სამჯერ – 1998, 2001 და 2008 წლებში დაფიქსირდა.

2008 წლამდე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დსთ-ს სამშვიდობო ძალები იყვნენ განლაგებული, რომელიც მთლიანად დაკომპლექტებული იყო რუსი სამხედროებით. ასევე კონფლიქტის ზონაში და აფხაზეთის ტერიტორიაზე მუშაობდა გაეროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში.

2008 წლის აგვისტოში 5 დღიანი ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვსა და თბილისს შორის კი შეწყდა.

აფხაზეთი ცდილობს გააგრძელოს ცხოვრება როგორც დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ. მისი ეს სტატური რუსეთის გარდა ე.წ. “მესამე მსოფლიოს” რამდენიმე ქვეყანამ აღიარა. საქართველო აფხაზეთს კვლავ თავის რეგიონად მიიჩნევს, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული. საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილიც აფხაზეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონად განიხილავს.

ფოტო გიორგი ცაგარელის არქივიდან თავად ავტორმა მოგვაწოდა

მოსაზრება აფხაზეთიდან: რუსეთსა და საქართველოს შორის „ურთიერთქმედება დიპლომატიური ურთიერთობების გარეშე“

"მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის ხელისუფლება არ დარჩეს მხოლოდ პროცესის დამკვირვებლიად"

როდის ვიყავით ყველაზე ახლოს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებასთან. ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან

ინტერვიუში საუბარია იმაზეც, თუ სად, რომელ წერტილში ვართ დღეს და სად არის გამოსავალი

ანტირუსული სანქციების გამო, სოხუმმა ნაწილობრივ გააუქმა ემბარგო საქართველოდან შესულ საქონელზე

ნებადართული საქონლის სია მოიცავს 14 ელემენტს და ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია მიიღო

საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით

video icon

მოსაზრება აფხაზეთიდან: რა დგას თბილისში საპროტესტო აქციების უკან და იქნება თუ არა „მეორე ფრონტი“

როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოში პოლიტიკურმა კრიზისმა აფხაზეთზე

თბილისის ანტირუსულმა აქციებმა სოხუმსა და ცხინვალში „მეორე ფრონტის“ შიში გააჩინა. ხელისუფლების რეაქცია

რატომ ალაპარაკდა სოხუმი და ცხინვალი „მეორე ფრონტის“ საფრთხეზე

მარია ზახაროვა: რუსეთი საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სავალდებულო შეთანხმებას მოითხოვს

"რუსეთი ცხინვალთან და აფხაზეთთან ურთიერთობებით არის დაინტერესებული"

"ვიდრე მონაკოს შესთავაზებს, საქართველომ ჯობია გააუქმოს კანონი ოკუპაციის შესახებ" - კომენტარი აფხაზეთიდან

"აფხაზეთის ბედი აფხაზების გარეშე ვერ გადაწყდება"

აფხაზეთში, ეშერის სპორტული ბაზის პრივატიზაციაზე უარის თქმის გამო თანამდებობის პირი გაათავისუფლეს

ყოფილი სპორტული ბაზის ტერიტორია ინვესტორების დიდ ინტერესს იწვევს

პოპულარული