მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი (დაიბადა 1967 წელს) – ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი (2004-2013), რომელიც ამ პოსტზე ორი ვადით იყო არჩეული.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელია. 2003 წელს ის სათავეში ედგა მშვიდობიან ე.წ. “ვარდების რევოლუციას”, რომლის შედეგადაც პოსტსაბჭოთა ლიდერის, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება შეიცვალა.

სააკაშვილის მმართველობის მთავარ მიღწევად კორუფციასთან ბრძოლა, პოლიციის რეფორმა და რადიკალური ეკონომიკური რეფორმები სახელდება. მისი პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები თითქმის ათჯერ გაიზარდა, მოწესრიგდა გზები და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.

მისი მმათველობის ყველაზე დიდ პრობლემად ადამიანის უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობა სახელდება, ასევე სასამართლოებზე და მედიაზე კონტროლი, კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები.

მისი მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე კრიზისული პერიოდი იყო 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთთან.

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ სააკაშვილი უკრაინაში წავიდა, სადაც თავდაპირველად უკრაინის იმდროინდელი პრეზიდენტის მრჩეველი და გუნდის წევრი იყო, შემდეგ კი, მის ოპოზიციაში გადავიდა.

2015 წლის მაისიდან 2016 წლის ნოემბრამდე სააკაშვილი უკრაინაში ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო. მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, თუმცა მალე იძულებული გახდა წასულიყო უკრაინიდან პეტრო პოროშენკოსთან კონფლიქტის შემდეგ.

2014 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოდის, ის აქტიურად მონაწილეობს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში თავისი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” მეშვეობით.

ირაკლი კობახიძე: ვინც პოლიტმიკერძოების გამო სახელმწიფოდ არ გვცნობს, მათთან ვერ ვითანამშრომლებთ

ნიკა მელია: ეს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების ღია დეკლარაციაა

სააკაშვილის პირადი ექიმი: ასე მკურნალობა შეუძლებელია, ეს საავადმყოფო არაა

"სააკაშვილი გადაყვანილი კი არ არის მულტიპროფილურ კლინიკაში, მულტიპროფილურ ჯოჯოხეთშია"

არასამთავრობოები ევროპის წამების კომიტეტს სააკაშვილისადმი მოპყრობის შეფასებას სთხოვენ

ორგანიზაციებმა წამების პრევენციის კომიტეტს სააკაშვილის მდგომარეობის მონიტორინგის თხოვნით მიმართეს

ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს სააკაშვილთან უკრაინელი ექიმების შესვლაზე უარი უთხრა

ღარიბაშვილი: სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პროფესიონალი ექიმები ზრუნავენ

სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი: ზრუნვის ვალდებულება გლდანში ადეკვატურად ვერ სრულდება

"რაც მე ვნახე ამ დაწესებულებაში - ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ჰყავდეთ აქ უსაფრთხოდ"

რატომ არაა სააკაშვილზე რეაქციები ბაქოდან და ერევნიდან - კომენტარები

აზერბაიჯანი და სომხეთი სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე კომენტარებს არ აკეთებენ

პენიტენციური ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს

კადრებში ჩანს, რომ პალატაში შეყვანამდე სააკაშვილს მთელი გზის განმავლობაში ტანსზემოდ შიშველს მიათრევენ

კარლ ჰარცელი

კარლ ჰარცელი: ევროკავშირი კვლავ შეშფოთებულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო

ელჩი აღნიშნავს იმასაც, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში მოხვდა შეურაცხმყოფელ გარემოში

სააკაშვილის საქმე: რა წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში

სტრასბურგმა "დროებითი ზომები" მიიღო, რაც ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე დაინახა

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო გადაიდო. ექსპრეზიდენტი პროცესს არ დაასწრეს

"7 ნოემბრის საქმეზე" საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდა

სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას სააკაშვილის ჯანმრთელობა

ნედ პრაისი: საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა დაიცვას პატიმრები ძალადობისგან

კელი დეგნანი: მთავრობამ უზრუნველყოს, რომ სააკაშვილმა მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება

დეგნანი: "სახალხო დამცველი თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს ქართული საზოგადოებისთვის"

არის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი? რას ამბობენ იურისტები და უფლებადამცველები

რას ნიშნავს "პოლიტიკური პატიმარი? ვინ და რა კრიტერიუმებით ითვლება პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლად?

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა