მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი (დაიბადა 1967 წელს) – ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი (2004-2013), რომელიც ამ პოსტზე ორი ვადით იყო არჩეული.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელია. 2003 წელს ის სათავეში ედგა მშვიდობიან ე.წ. “ვარდების რევოლუციას”, რომლის შედეგადაც პოსტსაბჭოთა ლიდერის, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება შეიცვალა.

სააკაშვილის მმართველობის მთავარ მიღწევად კორუფციასთან ბრძოლა, პოლიციის რეფორმა და რადიკალური ეკონომიკური რეფორმები სახელდება. მისი პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები თითქმის ათჯერ გაიზარდა, მოწესრიგდა გზები და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.

მისი მმათველობის ყველაზე დიდ პრობლემად ადამიანის უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობა სახელდება, ასევე სასამართლოებზე და მედიაზე კონტროლი, კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები.

მისი მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე კრიზისული პერიოდი იყო 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთთან.

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ სააკაშვილი უკრაინაში წავიდა, სადაც თავდაპირველად უკრაინის იმდროინდელი პრეზიდენტის მრჩეველი და გუნდის წევრი იყო, შემდეგ კი, მის ოპოზიციაში გადავიდა.

2015 წლის მაისიდან 2016 წლის ნოემბრამდე სააკაშვილი უკრაინაში ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო. მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, თუმცა მალე იძულებული გახდა წასულიყო უკრაინიდან პეტრო პოროშენკოსთან კონფლიქტის შემდეგ.

2014 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოდის, ის აქტიურად მონაწილეობს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში თავისი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” მეშვეობით.

თბილისში ოპოზიციის ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს. მთავარი მოთხოვნები უცვლელია

აქციის მონაწილეები არ აპირებენ დაშლას, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში არ გადაიყვანენ

თეთრი სახლი: მოვუწოდებთ მთავრობას, მოეპყრას სააკაშვილს სამართლიანად

"მტკიცედ მოვუწოდებთ მთავრობას რომ უზრუნველყოს სააკაშვილის დასწრება მის სასამართლო სხდომებზე"

ნინო ლომჯარია სტრასბურგს მიმართავს, ჩართოს სააკაშვილის საქმის განხილვის პროცესში

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ომბუდსმენის აპარატი აპარატი სტრასბურგს მსგავსი თხოვნით მიმართავს

21 არასამთავრობო ორგანიზაცია: დასავლელ პარტნიორებზე ოცნების თავდასხმები შემაშფოთებელია

"ხელისუფლება ბოლო დროს, სულ უფრო კამპანიურ ფორმას აძლევს ჩვენს დასავლელ მეგობრებზე თავდასხმებს"

სახალხო დამცველმა სააკაშვილის სამედიცინო მომსახურებისთვის ექსპერტთა ჯგუფი შექმნა

ჯგუფის მიზანია შეაფასოს, რამდენად შეესაბამება სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების დაცვას N18 სამკურნალო დაწესებულება

შიმშილობის 47-ე დღე: სააკაშვილთან არ შეუშვეს უკრაინის სახალხო დამცველი. ვინ რა იცის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

ხელისუფლება არ გეგმავს სააკაშვილის სამოქალქო კლინიკაში გადაყვანას

საქართველო საპროტესტო აქციებმა მოიცვა. შსს აფრთხილებს ოპოზიციას, რომ გამოიყენებს პროპორციულ ძალას

პერმანენტული აქციები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით უკვე რამდენიმე კვირაა იმართება

სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ათი ოპოზიციონერი შიმშილობას იწყებს

სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა