მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი (დაიბადა 1967 წელს) – ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი (2004-2013), რომელიც ამ პოსტზე ორი ვადით იყო არჩეული.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელია. 2003 წელს ის სათავეში ედგა მშვიდობიან ე.წ. “ვარდების რევოლუციას”, რომლის შედეგადაც პოსტსაბჭოთა ლიდერის, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება შეიცვალა.

სააკაშვილის მმართველობის მთავარ მიღწევად კორუფციასთან ბრძოლა, პოლიციის რეფორმა და რადიკალური ეკონომიკური რეფორმები სახელდება. მისი პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები თითქმის ათჯერ გაიზარდა, მოწესრიგდა გზები და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.

მისი მმათველობის ყველაზე დიდ პრობლემად ადამიანის უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობა სახელდება, ასევე სასამართლოებზე და მედიაზე კონტროლი, კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები.

მისი მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე კრიზისული პერიოდი იყო 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთთან.

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ სააკაშვილი უკრაინაში წავიდა, სადაც თავდაპირველად უკრაინის იმდროინდელი პრეზიდენტის მრჩეველი და გუნდის წევრი იყო, შემდეგ კი, მის ოპოზიციაში გადავიდა.

2015 წლის მაისიდან 2016 წლის ნოემბრამდე სააკაშვილი უკრაინაში ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო. მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, თუმცა მალე იძულებული გახდა წასულიყო უკრაინიდან პეტრო პოროშენკოსთან კონფლიქტის შემდეგ.

2014 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოდის, ის აქტიურად მონაწილეობს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში თავისი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” მეშვეობით.

"მმართველი პარტია ევროკავშირისგან ისე შორსაა, როგორც არასდროს" - ევროპარლამენტარების გამოხმაურება

"არ შეიძლება დავუშვათ, რომ ფული მიდიოდეს ქვეყანაში, რომელიც მზად არ არის დემოკრატიისთვის"

ადვოკატის თქმით, სასამართლო მოითხოვს, სააკაშვილი სასამართლო დარბაზში გადაიყვანონ

ამ მოთხოვნის შემდეგ, იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია სასამართლოს ეს მოთხოვნა შეასრულოს

სახალხო დამცველი: დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სააკაშვილი სხვა საავადმყოფოში

"სააკაშვილის მიმართ ცალსახად დაირღვა სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულება"

სახალხო დამცველი: სააკაშვილი მოატყუეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ

ლომჯარიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით შეიყვანეს

პენიტენციური სააკაშვილის მიერ რუსთავის ციხის დატოვების კადრებს ავრცელებს. ვიდეო

უწყებას სურს ჩვენება, რომ მიხეილ სააკაშვილმა საპატიმრო თავისი ნებით დატოვა

ქართველი ხელოვანები პრეზიდენტსა და პრემიერს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებენ

"ჩვენ გვსურს ამ ქვეყანაში სახელმწიფო უფრთხილდებოდეს ადამიანის სიცოცხლეს"

24 საათიანი ულტიმატუმი ხელისუფლებას: ოპოზიცია ფართომასშტაბიანი აქციებისთვის ემზადება

აქციამდე პენიტენციურმა სამსახურმა მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის კვებაზე ვიდეო მასალა გამოაქვეყნა

სუს-ი აცხადებს, რომ სააკაშვილი ციხიდან სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სუს-ი მესამე პრეზიდენტს ქვეყნის დამხობაში ადანაშაულებს

"მტრის ჯინაზე არ მოვკვდები" - სააკაშვილი მოსახლეობას მიმართავს და ერთიანობისკენ მოუწოდებს

სააკაშვილი თქმით, შაბათს დაგეგმილ აქციაზე ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეს

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა