ირანი არის სახელმწიფო აზიაში, რომელსაც ესაზღვრება სომხეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, ერაყი, პაკისტანი და ავღანეთი. მიდი დედაქალაქია თეირანი. ირანს აქვს გასასვლელი სპარსეთის ყურესა და კასპიის ზღვაზე. მოსახლეობა – 80 მილიონზე მეტი ადამიანია.
1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში შეიქმნა თეოკრატიული სისტემა – ისლამური სამღვდელოება განსაკუთრებულ როლს თამაშობს სახელმწიფოს მართვაში.
სახელმწიფო რელიგია შიიტური ისლამია. სპეციალური სახელმწიფო ორგანოები მკაცრად აკონტროლებენ ყველა რელიგიური რიტუალის შესრულებას და დამრღვევებს სჯიან.
საერთაშორისო საზოგადოება ირანის რეჟიმს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო აკრიტიკებს. ირანში არის სიკვდილით დასჯა და მსჯავრდებულებს საჯაროდ სჯიან. ქვეყანაში არსებობს ცენზურა, მათ შორის – ინტერნეტში.
ირანს დაძაბული ურთიერთობა აქვს ისრაელთან, რომელსაც ის სახელმწიფოდ არ ცნობს, ასევე ცუდი ურთიერთობა აქვს შეერთებულ შტატებთან და მის მოკავშირეებთან.
მრავალი წლის განმავლობაში ირანი ავითარებს ბირთვულ პროგრამას და ამტკიცებს, რომ ამას ექსკლუზიურად მშვიდობიანი მიზნებისათვის აკეთებს. ამასთან, არც ისრაელს და არც დასავლეთის ქვეყნები არ სჯერათ მისი მშვიდობიანი მიზნების და აცხადებდნენ, რომ თეირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს. ამიტომ ირანის მიმართ საერთაშორისო სანქციები გამოიყენეს.
2015 წელს შედგა ე.წ. ”ბირთვული შეთანხმება”. ირანიმა პირობა დადო, რომ უარს იტყოდა ურანის გამდიდრებაზე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებს მის ბირთვულ ობიექტებში დაშვების უფლება მისცეს. თავის მხრივ, დასავლეთის ქვეყნები დაპირდნენ, რომ თანდათანობით გააუქმებდნენ სანქციებს ირანის წინააღმდეგ.
ამასთან, 2018 წელს, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატები “ბირთვული გარიგებიდან” გამოვიდა და ირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა.
დაძაბულობამ ორ ქვეყანას შორის პიკს 2020 წლის იანვარში მიაღწია, როდესაც გავლენიანი ირანელი გენერალი კასემ სულეიმანი ამერიკულმა რაკეტამ ერაყში მოკლა. ირანმა ამ ფაქტს ერაყში აშშ-ს ბაზებზე სარაკეტო შეტევებით უპასუხა.