აზერბაიჯანი-სომხეთი

აზერბაიჯანი და სომხეთი მეზობელი ქვეყნებია, მაგრამ ყარაბაღის კონფლიქტის გამო მათ დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ.

 

ოფიციალურ დონეზე სამთავრობო ურთიერთობები მათ შორის 1918-1921 წლებში დაიწყო, როდესაც რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ სომხეთის პირველი და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკები შეიქმნა.

ამის შემდეგ ორივე რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის ნაწილი გახდა. 1988 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი უკვე დაშლის პირას იყო, მთიან ყარაბაღში სიტუაცია გაუარესდა. ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რეგიონი იყო და მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკური სომეხი იყო. დაიწყო ყარაბაღის ომი, 1994 წელს კი ხელი მოეწერა ზავის ხელშეკრულებას.

 

თუმცა სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, კონფლიქტი გაყინულად მიიჩნევა, ორი ქვეყნის საზღვრები ერთმანეთისთვის დახურულია, ურთიერთობები კი – დაძაბული.

 

ინტენსიური მოლაპარაკებები 2018-2019 წლებში ეუთოს მინსკის ჯგუფის შუამავლობით გააქტიურდა, კერძოდ, გამოითქვა ერთობლივი ინიციატივა ”ხალხის მშვიდობისთვის მოსამზადებლად”, რომელიც ჯერჯერობით რეალურად ვერ განხორციელდა.

photo icon

ბაქოში, სამხედრო ალაფის პარკიდან, მულაჟები და ჩაფხუტები გაუჩინარდა - ფოტო

ბაქოში, სამხედრო ალაფის პარკში, ვეღარ ნახავთ ვერც სომეხი ჯარისკაცების მულაჟებს, ვერც „მტრის ჩაფხუტების“ ხეივანს

ურთიერთობის გამწვავება ირანსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთი-ირანი-აზერბაიჯანი: სატრანსპორტო დერეფნების „ომი“. მოსაზრება ერევნიდან

სომხეთში იმ პერსპექტივებს განიხილავენ, რომელიც ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობების გამწვავების შედეგად გაჩნდა

photo icon

სომხეთმა აზერბაიჯანს საჰაერო სივრცე გაუხსნა? მოსაზრებები ბაქოდან და ერევნიდან

აზერბაიჯანის ავიაკომპანიამ ბაქო-ნახიჩევანის რეგულარული ავიარეისი შეასრულა სომხეთის საჰაერო სივრცის გავლით

ყარაბაღის ომის ერთი წლისთავი
photo icon video icon

სხვა მიწა: მთიანი ყარაბაღი ომიდან ერთი წლის შემდეგ

არტურ ხაჩატრიანმა ის ადგილები შემოიარა, სადაც ომის დროს იმყოფებოდა და გვიყვება, რა მდგომარეობაა ახლა იქ

photo icon video icon

საბაჟო გადასახადები ირანული მანქანებისთვის: რა ხდება სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე

აზერბაიჯანმა პოლიციის პოსტები განათავსა გორისსა და კაპანს შორის არსებული გზის მონაკვეთზე

ფაშინიანის განცხადება მოლაპარაკებების განახლების შესახებ

ფაშინიანი აცხადებს, რომ მზად არის აზერბაიჯანთან მოლაპარაკების პროცესი განაახლოს

ექსპერტების აზრით, მისი განცხადების მიზანი ბოლო დღეებში ერევნის ხისტი რიტორიკის დაბალანსებაა

რა არის მიზეზი იმისა, რაც აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ხდება. კომენტარი ბაქოდან

აზერბაიჯანელმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა აგშინ ქერიმოვმა JAMnews-ის კითხვებს უპასუხა

პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრა მოსკოვში

რა არის ცნობილი პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრის შესახებ და რას უნდა ველოდოთ

დღის წესრიგი ადრევე იყო ცნობილი, მაგრამ კონკრეტულად რაზე შეთანხმდნენ პუტინი და ფაშინიანი, ჯერჯერობით უცნობია

15 სომეხი სამხედრო დანაღმული მინდვრების რუკის სანაცვლოდ

აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები დანაღმული ადგილების რუკაში გაცვალა

აზერბაიჯანმა საქართველოს და აშშ-ს ხელშეწყობით, 15 დაკავებული სომეხი გადასცა დანაღმული მინდვრების რუკის სანაცვლოდ

ეკონომიკური და სოციალური სირთულეები მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში
photo icon video icon

ომის შემდგომი ცხოვრება მთიან ყარაბაღში: ადამიანები წავიდნენ, რომ დაბრუნდნენ

ომის შედეგად გამოწვეულმა ნგრევამ, მთიანი ყარაბაღის ბევრი მცხოვრები აიძულა, დაეტოვებინა არაღიარებული რესპუბლიკა

ნიკოლ ფაშინიანის საუბრის ჩანაწერი

წინასაარჩევნო მხილებები სომხეთში: ექსპრეზიდენტმა სკანდალური ჩანაწერი გამოაქვეყნა

სერჟ სარგსიანი ნიკოლ ფაშინიანს დაჰპირდა, რომ მასსა და მის ოჯახზე სამარცხვინო კომპრომატს გამოაქვეყნებდა, მაგრამ შემდეგ გაასაჯაროვა ჩანაწერი, სადაც მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე ყარაბაღის კონფლიქტის თემაზე მოლაპარაკებების პროცესის დეტალებზე საუბრობს

ფაშინიანი მზად არის, თავისი ვაჟიშვილი ტყვეებში გაცვალოს

ფაშინიანი მზად არის, თავისი ვაჟიშვილი სომეხ ტყვეებში გაცვალოს, რომლებიც აზერბაიჯანში არიან დაკავებულები

ფაშინიანი მზად არის, თავისი ვაჟიშვილი სომეხ ტყვეებში გაცვალოს, რომლებიც აზერბაიჯანში არიან დაკავებულები. მას მკაცრად აკრიტიკებენ საზოგადოებაში და მოუწოდებენ „შეწყვიტოს პოლიტიკური მანიპულაციები“

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა