აზერბაიჯანი-სომხეთი

აზერბაიჯანი და სომხეთი მეზობელი ქვეყნებია, მაგრამ ყარაბაღის კონფლიქტის გამო მათ დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ.

 

ოფიციალურ დონეზე სამთავრობო ურთიერთობები მათ შორის 1918-1921 წლებში დაიწყო, როდესაც რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ სომხეთის პირველი და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკები შეიქმნა.

ამის შემდეგ ორივე რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის ნაწილი გახდა. 1988 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი უკვე დაშლის პირას იყო, მთიან ყარაბაღში სიტუაცია გაუარესდა. ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რეგიონი იყო და მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკური სომეხი იყო. დაიწყო ყარაბაღის ომი, 1994 წელს კი ხელი მოეწერა ზავის ხელშეკრულებას.

 

თუმცა სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, კონფლიქტი გაყინულად მიიჩნევა, ორი ქვეყნის საზღვრები ერთმანეთისთვის დახურულია, ურთიერთობები კი – დაძაბული.

 

ინტენსიური მოლაპარაკებები 2018-2019 წლებში ეუთოს მინსკის ჯგუფის შუამავლობით გააქტიურდა, კერძოდ, გამოითქვა ერთობლივი ინიციატივა ”ხალხის მშვიდობისთვის მოსამზადებლად”, რომელიც ჯერჯერობით რეალურად ვერ განხორციელდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ ახსენა ეუთოს მინსკის ჯგუფი

აზერბაიჯანელი ექსპერტის აზრით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებებში მინსკის ჯგუფის ფორმატის დავიწყება ღირდა

აზერბაიჯანის საგარეოს პრესსპიკერი სომხეთთან ურთიერთობაზე

"ჩვენ სერიოზულად ვუყურებთ სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას"- აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა სომხეთთან ურთიერთობაზე ფრანგულ გამოცემასთან ისაუბრა

პუტინ-ერდოღანის მოლაპარაკებები: შეთანხმებები რეგიონზე და რისკები სომხეთისთვის. მოსაზრება

პოლიტიკური მიმომხილველის აკობ ბადალიანის მოსაზრება - რა თემებზე შეიძლება ემსჯელათ პუტინსა და ერდოღანს

"მთიან ყარაბაღში შეიძლება აფხაზეთის მსგავსად რუსული პასპორტები დაარიგონ". კომენტარი ბაქოდან

ყარაბაღის იმ ნაწილში, სადაც რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული, ხელისუფლება მთლიანად მოსკოვს ექვემდებარება, მიიჩნევს აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი იგბალ აგაზადე.

სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო ხარჯები: რა იარაღს ყიდულობენ და რა მოცულობით

2020 წელს სომხეთი იყო მეორე ყველაზე მილიტარიზებული ქვეყანა მსოფლიოში. 2021 წელს სომხეთი მეხუთე იყო, აზერბაიჯანი კი მესამე.

"სომხეთი და მთიანი ყარაბაღი აუქციონზე გაიტანეს": სომხური ოპოზიცია ფაშინიან-ალიევის მოლაპარაკებებზე

რას ფიქრობს სომხეთის ოპოზიცია ბრიუსელში ფაშინიან-ალიევის მოლაპარაკებებზე

ფაშინიან-ალიევის მესამე პირისპირ შეხვედრა ბრიუსელში: „დისკუსია პროდუქტიული იყო“

რა ვიცით აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე, რომელსაც შარლ მიშელი შუამავლობდა

"მოსკოვი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ორმხრივ მოლაპარაკებებს ეწინააღმდეგება", - მოსაზრება ბაქოდან

პოლიტოლოგის ელხან შაჰინოღლუს თქმით, მოსკოვი ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ორმხრივ მოლაპარაკებებს

"ყარაბაღის რუსეთთან შეერთება სომხების ნებაზე არ არის დამოკიდებული" - მოსაზრება ბაქოდან

აზერბაიჯანელი პოლიტიკოსის სამი ვერსია - როგორ შეუძლია აზერბაიჯანს გადაჭრას ყარაბაღის პრობლემა

მოსაზრება: "ერევანი და ბაქო პირდაპირი დიალოგის ეტაპზე გადავიდნენ"

რა ბედი ელის ეუთოს მინსკის ჯგუფს და რატომ არის მისი შენარჩუნება სომხეთისთვის მნიშვნელოვანი

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა