2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში თავშესაფარი 515 ადამიანმა ითხოვა. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებით საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად ყველაზე მეტი – 104 მოქალაქე უკრაინიდან დარეგისტრირდა. მეორე ადგილზეა ირანი, მას კი ირანი მოყვება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მიგრაციის სტატისტიკიდან ვიგებთ.
მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობა 224 იყო, პირველ კვარტალში კი 291. შესაბამისად, ჯამში მიმდინარე წლის 6 თვეში კი ეს რიცხვი – 515-ს შეადგენდა.
შსს-ს ინფორმაციით, გასულ 2022 წელს ჯამში 1 473 განაცხადი იყო რეგისტრირებული.
უკრაინა – 104 მოქალაქე
ირანი – 93 მოქალაქე
თურქეთი – 72 მოქალაქე
რუსეთი – 49 მოქალაქე
ინდოეთი – 17 მოქალაქე
ქვეყნები, რომლის მოქალაქეებმაც 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში თავშესაფარი ითხოვეს: