საქართველოში covid-19-ის 15-მდე კლასტერია
ბოლო 24 საათში საქართველოში covid-19-ის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
9 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 626 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4702 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 459 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 297 გამოჯანმრთელდა და 10 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში, covid-19-ის 15-მდე კლასტერია.
შემთხვევათა 33% – სულ 198 შემთხვევა ქვემო ქართლზე მოდის.
“განსაკურთებით მაღალი დასენიანება გვაქვს ბოლნისში – 117, შემდეგ თეთრიწყაროში – 48, მარნეულში – 33,” – ამბობს გამყრელიძე.
- კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიიდან? რაში ადანაშაულებს დასავლეთი ჩინეთს
- პანდემია – შანსი მმართველი პარტიისთვის? საუბარი თორნიკე შარაშენიძესთან და კორნელი კაკაჩიასთან
- საქართველო: პანდემია, როგორც რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირების შანსი
რეგიონში კორონავირუსზე კვლევა უკვე 2000-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.
დაიხურა „ქობულეთის კლასტერი“, სადაც ბოლო 10 დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ კლასტერში covid-19 34 ადამიანს დაუდგინდა.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.