სამხრეთ ოსეთში მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატის, პრემიერ-მინისტრ მარატ კამბოლოვის კონკურენტები იწყებენ გამოჩენას.
კერძოდ, პოლიტიკურმა პარტიამ „ირი ფარნმა“ (“ოსეთის მადლი”) საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარი ლიდერი, ხოხ ჩოჩიევი წარადგინა.
მომავალ პოლიტიკოსს მხარს დაუჭერს ორგანიზაცია „ოსეთის ახალი თაობა“. უახლოეს დღეებში კანდიდატის რეგისტრაციის დოკუმენტები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარედგინება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაბიჯი უშედეგო არ არის. ჩვენ ეს შეგნებულად გავაკეთეთ. გპირდებით, რომ ამ გზას ბოლომდე მივყვები, გადახრის გარეშე. მთავარი პრინციპი კანონია. თუ კანონის დაცვით ვიცხოვრებთ, ყველა სხვა საკითხის მოგვარება შესაძლებელია. პროგრამის დეტალებს ამომრჩევლებთან შეხვედრებზე წარვადგენ“, – განაცხადა ჩოჩიევმა.
ამჟამად ჩოჩიევის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. მისი ოფიციალური ბიოგრაფია ჯერ არ გამოქვეყნებულა. ცხინვალში მას „კარგ ბიჭად” მოიხსენიებენ.
JAMnews-თან რესპონდენტები ყვებიან, რომ ჩოჩიევი რამდენიმე წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის მესამე პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის მცველად მუშაობდა.
ინარჩუნებს თუ არა ჩოჩიევი რაიმე კავშირს თიბილოვების ოჯახთან? ასევე, არის თუ არა ყოფილი პრეზიდენტის გარემოცვის კანდიდატი, – ჩვენი რესპონდენტების ვარაუდით, “ის სავარაუდოდ, მარტო მოქმედებს”.
მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოცდილებით ჩოჩიევი ვერ დაიკვეხნის. პოლიტიკოსის რანგში, ის პირველად, მხოლოდ ახლახანს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გამოჩნდა.
პარტია “ირი ფარნა” სპეციალურად ამ არჩევნებისთვის შეიქმნა. ახალგაზრდა პარტიის წევრებმა პარლამენტში ადგილების მოპოვება ვერ შეძლეს.
როგორც ჩანს, მიმდინარე საარჩევნო კამპანია მისთვის საკუთარი თავის ხელახლა წარმოჩენის, ასევე პოლიტიკური გამოცდილების დაგროვების მცდელობაა.
ჩოჩიევს რეალური გამარჯვების შანსები პრაქტიკულად არ აქვს.
მის სასარგებლოდ, შესაძლოა, ხმა მისცენ მხოლოდ მისმა მრავალრიცხოვანმა ნათესავებმა. ასევე, მეგობრებმა და იმ ამომრჩეველმა, რომელსაც პრეზიდენტის პოსტზე ადგილობრივი პოლიტიკოსის ხილვა სურს.
მარატ კამბოლოვი კი რუსეთიდან სამხრეთ ოსეთში მხოლოდ რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა.
დგილობრივ პოლიტიკოსებს შორის სხვა „კარგი ბიჭებიც“ არიან. პრეზიდენტის პოსტზე პრეტენზიას კიდევ ორი ცხინვალელი აცხადებს – პარტია „ირონის“ („ოსი“) ლიდერი გიორგი კაბისოვი და მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ოლეგ კოზაევი. თუმცა, მათი კანდიდატურები ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არის რეგისტრირებული.
სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის სექტემბერში გაიმართება.
სტატია მომზადებულია ცხინვალის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა რედაქციის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. რედაქცია იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო