"ჩვენ გვჭირდება ნატო, რადგან რუსეთთან ომის მოგებას ვერასდროს შევძლებთ": სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან ომზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაა, რადგან საქართველო ვერასდროს შეძლებს რუსეთთან ომის მოგებას.
ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა DW-სთან ინტერვიუში განაცხადა.
- საქართველო ევროკავშირის კითხვარს ავსებს. რას გვეკითხება ევროკომისია და რა იქნება შემდეგ?
- “უკრაინა ომს აგებს. ზელენსკიმ ომი ვერ აიცილა”. ვინ დგას საქართველოში რუსული პროპაგანდის უკან
- აბა ომი გინდათ?! – ვინ და რატომ აძლიერებს საქართველოში ომის ბუნებრივ შიშს? ექსპერტების შეფასებები
„რაც ნამდვილად გვჭირდება, სწრაფი და მოკლე გზა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი. ასეთ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს ომი იმიტომ, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ რუსეთთან ომის მოგებას,“ – ამბობს სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში იგი ამბობს, რომ უკრაინელები ისურვებდნენ მიეღოთ იარაღი საქართველოსგან, გახსნილიყო მეორე ფრონტი. ყველაფერი ეს კი შეუძლებელია:
“ამიტომაც ვფიქრობ, რომ მთავრობა უფრო რეალისტურია იმასთან დაკავშირებით, რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ამ ეტაპზე, ორი ოკუპირებული ტერიტორიის ქონით, რომელთაგან ერთი რუსეთთან გაერთიანებისთვის რეფერენდუმზე საუბრობს.
ასე რომ, რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან არ გვაქვს ამდენი შესაძლებლობა და არავინ იქნება მზად, მხარი დაუჭიროს საქართველოს მსგავსად [როგორც უკრაინას], მაგრამ ეს არ ცვლის სოლიდარობის დონეს, რომელიც ჩვენ გვაქვს“, – აცხადებს პრეზიდენტი.